in ,

ვიდეო, ფოტო: საქართველო უკვე 25 კაცით

საქართველოს ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას 25 ფეხბურთელით აგრძელებს. ეროვნულ გუნდს ესპანური “კარტახენას” ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია და წყალტუბოს “სამგურალის” თავდამსხმელი სერგო კუხიანიძე შეუერთდნენ. ხვიჩა კვარაცხელიას გუშინდელ საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია.

​გურამ გიორბელიძე ეროვნულ ნაკრებს 31 მაისს შეურთდება. ქართველი მცველი 30 მაისს ავსტრიულ “ვოლფსბერგთან” ერთად უეფას კონფერენს ლიგის პლეი-ოფში ვენის “აუსტრიას” დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ საქართველოს ნაკრების შემადგენლობას:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი)

თავდამსხმელები: თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო) გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

11 წლის შემდეგ: რუსთავი საქართველოს ჩემპიონია

ქართველი დელეგატი ევრო 2020-ზე იმუშავებს