საუდის არაბეთის პროფლიგაში საბა კვირკველიას „ალ ახდუდი“ სტუმრად კრიშტიან ორონალდოს „ალ ნასრის“ შეხვდა და წააგო – 0:3. საქართველოს ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა. გამარჯვებულთაგან დუბლი შეასრულა კრიშტიანო რონალდომ (8.0).
კვირკველიას შეფასება ასეთია: Sofascore – 6.6; Flashscore – 6.3.
აღსანიშნავია, რომ ჩვენიანმა თავისი გუნდის მცველებს შორის ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2023/11/405614629_18400218664018981_7982530974627803481_n-1024x913.jpg)
რონალდომ დუბლი შეასრულა და 15 გოლით ტურნირის ბომბარდირია. ყველა ტურნირზე კი მან 43 მატჩში 38 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
რონალდომ წლის განმავლობაში 60+ შედეგიანი მოქმედება მოაგროვა – პირველად ბოლო 5 წელიწადში და მე-10 კარიერაში.
GIPHY App Key not set. Please check settings