in

ვიდეო: თამაში ვეგასში – ნეიმარი პოკერის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში ჩაერთო

ნეიმარმა პირველი სერიოზული ნაბიჯი გადადგა პოკერის პროფესიონალი მოთამაშის კარიერაში. პსჟ-ს თავდამსხმელმა მონაწილეობა მიიღო პოკერის მსოფლიო სერიაში, რაც ყველაზე პრესტიჟული ტურნირია მსოფლიოში.
შეჯიბრი ლას ვეგასში მდებარე კაზინო „პარიზში“ ჩატარდა.

ფეხბურთელს მა ტურნირში მონაწილეობა ჯერ კიდევ 2016 წელს შეეძლო, მაგრამ მაშინ პრიორიტეტი ბრაზილიის ნაკრების ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა იყო.

ნეიმარს საფეხბურთო ჯილდოებისთვის პოკერის ტროფეიც სურდა მიემატებინა, მაგრამ შეჯიბრის პირველ დღესვე გავარდა. PokerNews იუწყება, რომ ფეხბურთელი ძალიან აქტიური იყო, გაათამაშა სხვადასხვა კომბინაციები, არ შეუშინდა რისკს.

ნეიმარი ღიად აცხადებდა, რომ სურს პოკერის პროფესიონალი მოთამაშე გახდეს, როდესაც საფეხბურთო კარიერას დაასრულებს.

„ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს და ვფიქრობ კარიერის დასრულების შემდეგ მონაწილეობა მივიღო ტურნირებში, სადაც ყოველთვის მინდოდა გამოსვლა, მაგრამ მჭიდრო გრაფიკის გამო ვერ ვახერხებდი“ – უთხრა ფრანგულ CNEWS-ს ბრაზილიელმა.

ვერ ვიტყვით, რომ ნეიმარი სრულად გადაერთო პოკერზე, მაგრამ გაირკვა, რომ 2018 წელს ის პოკერს თამაშობდა, როდესაც მისი თანაგუნდელები ლიგა 1-ში გამარჯვებისთვის იბრძოდნენ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მაშინ ნეიმარი სერიოზული ოპერაციის შემდეგ აღდგენას გადიოდა და მერე მიულოცა კიდეც თანაკლუბელებს ჩემპიონატში გამარჯვება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფეხბურთი იცვლება: 5 შეცვლა დაამტკიცეს – ახალი წესები კიდევ იქნება

შენ კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ხარ, მადლობა ყველაფრისათვის: რეალი მარსელოს ემოციურად დაემშვიდობა