in

ვეცდები ჩემი სახელი დავტოვო: კლერმონის ახალგაზრდა ქართველი

ქართული რაგბის ბოლოდროინდელმა წარმატებებმა, განსაკუთრებით ასაკობრივ ნაკრებებში, ქართველი მორაგბეების მიმართ ინტერესი კიდევ უფრო მეტად გაზარდა. საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ ოთხჯერ შეძლო ევროპის ჩემპიონობა (რაგბი ევროპის ჩემპიონატი), საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა კი, მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად დაიკავა მერვე ადგილი.

18-წლამდელთა ნაკრებსა და 20-წლამდელთა ნაკრებშიც მოუწია თამაში გიორგი გერგედავას, რომელიც ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა მორაგბეა. გიორგის ერთნაირად კარგად შეუძლია თამაში, როგორც მეორე, ისე მესამე ხაზში.

გიორგი ქუთაისის „აიას“ სარაგბო სკოლის აღზრდილია, ამჟამად ისტორიული და ტრადიციული ფრანგული სარაგბო კლუბ „კლერმონის“ ესპუარებში ირჯება. შეგახსენებთ, „კლერმონის“ 19-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი ვეტერანი „ბორჯღალოსანი“ ვიქტორ კოლელიშვილია.

ჩვენ, გიორგის კლერმონში დავუკავშირდით და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩავწერეთ.

კარიერის პირველი ნაბიჯები

10 წლის ვიყავი, როდესაც რაგბის თამაში დავიწყე. როგორც ხდება ხოლმე, რაგბით დაინტერესება სამეგობრო წრიდან გამომდინარე მოხდა. თითქმის ყველა დადიოდა ამ სპორტზე და მეც გადავწყვიტე მისვლა. მითუმეტეს, ქუთაისის „აიას“ სარაგბო სკოლა ნამდვილად გამორჩეულია საქართველოში და იქ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. გავიზარდე, როგორც მორაგბე და პიროვნულადაც.

ტრანსფერი კლერმონში

„კლერმონიდან“ დაინტერესება 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მოხდა. ტურნირის დასრულების შემდეგ, ტესტებეზე (ე.წ. შერჩევებზე) ჩავედი, რის შემდეგაც გამიფორმეს კონტრაქტი. ისტორიული გუნდია, რომელშიც ქართველ მორაგბეებსაც აქვთ დიდი სახელი დატოვებული – ვიქტორ კოლელიშვილი; დავით ზირაქაშვილი და მეც ვეცდები ამ კლუბში ჩემი სახელი დავტოვო.

ვიქტორ კოლელიშვილი

ძალიან გამიმართლა, რომ ვიტო დამხვდა გუნდში. გარდა იმისა, რომ კარგი მწვრთნელია, ძალიან კარგი ადამიანია და ყველანაირად მეხმარება გუნდში მეტად ადაპტირებაში და იმაში, რომ მეტად შევდგე და განვითარდე, როგორც პროფესიონალი მორაგბე.

ისტორიული შედეგი 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე

გასული 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ნამდვილად ისტორიული გამოდგა. შევასრულეთ მიზანი, რაც თავიდანვე გვქონდა დასახული, რომ წინა ნაკრებების შედეგი უნდა გაგვეუმჯობესებინა. ეს მოვახერხეთ და ტურნირი მერვე ადგილზე დავასრულეთ, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს პატარა იმედგაცრუებაც გვქონდა, რადგან, ჩემი აზრით, ნამდვილად გვქონდა მეტის რესურსიც.

„კლერმონი“ და დიდ გუნდში თამაშის პერსპექტივა

20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, სისტემატურად ვვარჯიშობ „კლერმონის“ ძირითად გუნდთან ერთად და ერთი ამხანაგური მატჩის თამაშიც მომიწია. შესაბამისად, დადებითად ვარ განწყობილი მეც და კლუბის სტაფიც ჩემს მიმართ.

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნეიმარის გოგოს სახლში შეიჭრნენ, გაძარცვეს, მშობლები დააბეს და ახალშობილ გოგონას ეძებდნენ

კიდევ 4 გავიდა: მანჩესტერის ტრაგედია კოპენჰაგენში – ჩემპიონთა ლიგა