in ,

ველოდებით 20 მარტს: ბარსამ ქალები გაამარიაჟა – XXVIII ტური

“ბარსა” კარგ ფორმაშია – ჩემპიონატის ბოლო 4 მატჩი მიჯრით მოიგო და აქედან სამში 4-4 გოლი გაიტანა. ჩემპიონთა ლიგის გამო მშვენიერ ხასიათზეა “რეალიც” და ორივე გუნდის კარგი ფორმა და განწყობა კი იმით არის ახლა მნიშვნელოვანი, რომ მომდევნო ტურში, 20 მარტს, მადრიდში ელ კლასიკოა.
“ბარსელონამ” ნახევარ საათში მოუთავა საქმე “ოსასუნას”, სამჯერ გაუტანა და მშვიდად მიიყვანა საქმე ბოლომდე. დუბლი შეასრულა ახალწვეულმა ფერან ტორესმა, მორიგი გოლი შეაგდო ობამეიანგმაც.

This image has an empty alt attribute; its file name is 834b94cdfec8244cdc23df32e7f825e9o2-1024x569.jpg

ბარემ ქალთა “ბარსელონაზეც” ვთქვათ.
მანდილოსანმა ბარსელებმა “რეალი” გაანადგურეს 5:0 და ვადაზე ადრე გაინაღდეს ესპანეთის ჩემპიონობა.
ქალბატონებმა ტურნირზე ყველა, 24-ვე მატჩი მოიგეს საერთო ანგარიშით 136:6.
“ბარსელონა” ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა.
კაცური “ბარსას” თამაშის დაწყებამდე ქალებმა თავისი ნადავლი აჩვენეს და ერთად იმხიარულეს.

გამოსწორდა “ატლეტიკო”, ზედიზედ მე-4 თამაში მოიგო და მე-4 ადგილისთვის გამძაფრებულ ბრძოლაში პოზიციებს ინარჩუნებს.
ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მიიყვანა გამარჯვებამდე “ბეტისმაც”, რომელსაც ზედიზედ ორი წაგება ჰქონდა. ამ 3 ქულით ის რჩება ოთხეულისთვის მებრძოლთა რიგებში.
“ბეტისივით” მინიმალური მოგება იკმარეს ოთხეულზე მეოცნებე და წინა ტურში დამარცხებულმა “სოსიედადმა” და “ვილიარეალმაც” და შესაბამისად ინტრიგასაც ტოვებენ.

სამაგიეროდ უკლო მისმა თანაქალაქელმა და მეორეადგილოსანმა “სევილიამ”. ბოლო 4 მატჩიდან 3 ფრედ დაასრულა და ასე როგორ გაუწიოს კონკურენცია ლიდერ “რეალს”, პირიქით, მდევრები უფრო ეწევიან.

„სევილია“ ჩემპიონატის 6 მატჩია პირველ ტაიმში გოლს რომ არ უშვებს.

“გრანადას“ 10-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. 2016/17 წლზების სეზონში 13 მატჩი ვერ იგებდა.

“ბარსელონას“ რიგებში ამ სეზონში ჩემპიონატის შეხვედრებში 22 ფეხბურთელმა გაიტანა გოლი – ეს 21-ე საუკუნის რეკორდია. „რეალს“ 21 გოლის ავტორი ჰყოლია.

„ბარსელონა“ არ აგებს 10 მატჩია – 7 მოგება და 3 ფრე. ბოლოს 20 იანვარს წააგო.

ფერან ტორესმა პირველი დუბლი შეასრულა „ბარსაში“, დემბელეს 1+4 აქვს 4 თამაშში.

ობამეიანგმა 6 მატჩში 5 გოლი გაიტანა ლა ლიგაში.

პიკემ 600 მატჩი ჩაატარა „ბარსელონაში“. მარტო მესის, ჩავის, ინიესტას და ბუსკეტს აქვთ უფრო მეტი.

ლა ლიგა – XXVIII ტური

ატლეტიკო – კადისი 2:1
ლევანტე – ესპანიოლი 1:1
გრანადა – ელჩე 0:1
ვილიარეალი – სელტა 1:0
ხეტაფე – ვალენსია 0:0
რაიო ვალეკანო – სევილია 1:1
ბეტისი – ბილბაო 1:0
სოსიედადი – ალავესი 1:0
ბარსელონა – ოსასუნა 4:0

ორშაბათი, 14 მარტი
მალიორკა – რეალი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბუდუ ზივზივაძე: რუსეთში რომ ვთამაშობდე, ეგრევე წამოვიდოდი

ვარდი პინგვინის ყიდვას აპირებდა, მაგრამ ჟირაფი მოუნდა: მას 4 ძაღლი და 11 წიწილა უკვე ჰყავს