ევროპული სანაკრებო რაგბის რანგით მეორე ტურნირი “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” 2020 წლის გათამაშება დასრულდა. გამარჯვებული საქართველოს მორაგბეთა ნაკრები გახდა, რომელმაც აღნიშნული ტურნირი 5-დან 5 გამარჯვებით დაასრულა. ბოლო ტურის შეხვედრაში “ბორჯღალოსნებმა” რუსეთი 16:7 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრებიდან ერთადერთი ლელო 23 წლის ჰავბეკმა ვასილ ლობჟანიძემ გაიტანა.
დღეს, Rugby europe-ს ოფიციალურ ფეისბუკ გვერდმა მეხუთე ტურის 5 საუკეთესო ლელო გამოარჩია, რომელთა შორისაც საუკეთესო ვასილ ლობჟანიძის ლელოა.
1–დან მე–5 ადგილის ჩათვლით ლელოების რიცხვი ასე გადანაწილდა.
5. ბოგდან ფედოტკო (საქართველო–რუსეთი)
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
4. როდრიგო მარტა (ესპანეთი–პორტუგალია)
3. ბაუტისტა ედუარდო გუემესი (ესპანეთი–პორტუგალია)
2. ჯულიენ გოია (ესპანეთი–პორტუგალია)
- ვასილ ლობჟანიძე (საქართველო–რუსეთი)
ფოტოს ავტორი: ლევან ვერძეული
GIPHY App Key not set. Please check settings