in ,

ვალენსიაში შესაძლოა გუაიტა დაბრუნდეს: მამარდაშვილს ახალი კონკურენტი ეყოლება?

საქართველოს ნაკრების 21 წლის მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ბოლო პერიოდში კარგი თამაშით “ვალენსიას” ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა და უდიდესი ალბათობით 23 აპრილს კოპა დელ რეის ფინალში ხოსე ბორდალასი ქართველ მეკარეს ენდობა.

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მამამარდაშვილის ფაქტორის და სილესენის ხშირი ტრავმიანობის გამო, ვალენსიური კლუბი იასპერ სილესენის გასხვისებას გეგმავს. ნიდერლანდელით “პსვ ეინდჰოვენია” დაინტერესებული. ესპანური larazon ავრცელებს ინფორმაციას, რომ სილესენის გაყიდვის შემდეგ, შესაძლოა “ვალენსიაში” 35 წლის ვისენტე გუაიტა დაბრუნდეს.

ვისენტე გუაიტა ამჯერად ინგლისურ “კრისტალ პალასში” გამოდის და თავაეაც აღნიშნავს, რომ მოხარული იქნება “ვალენსიაში” დაბრუნებით და ამ გუნდის მაისურით კარიერის დასრულებით.

ვისენტე გუაიტა “ვალენსიას” შემადგენლობაში 2008-214 წლებში თამაშობდა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლოჩოშვილი Sky sports-მა სიმბოლურ გუნდში შეიყვანა

არველაძის ამბიციური გეგმები: შოთის მანჩესტერის ფეხბურთელის გამოსყიდვა სურს