in

ვალენსიამ შინ წააგო, გოლები მამარდაშვილის ბრალი არ არის

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ლა ლიგის მე-11 ტურში ცხრილის ქვედა ზონაში მყოფი „მალიორკა“ მიიღო და დამარცხდა – 1:2. პირველი ტაიმი საკმაოდ უღიმღამოდ წარიმართა, გოლები კი მეორე ტაიმში გავიდა.

გიორგი ტრადიციულად ძირითადში იყო და როცა საჭირო იყო, საიმედოდაც ითამაშა. თავიდან ქართველ მეკარეს განსაკუთრებულად ბევრი საქმე არ ჰქონია, გიორგის თამაშში ჩართვა უფრო ანგარიშის გახსნის შემდეგ მოუწია.

52-ე წუთზე „ვალენსია“ ედინსონ კავანის პენალტით დაწინაურდა. ამას სტუმართა გააქტიურება მოჰყვა. 59-ე წუთზე მამარდაშვილმა საჯარიმო დარტყმა მოიგერია. ცოტა ხანში მის კარშიც დაინიშნა პენალტი, მურიკიმ ჩვენიანი მოატყუა და საპირისპირო დაბალ კუთხეში დაურტყა.
ამის შემდეგ გიორგიმ კიდევ მოიგერია სტუმართა დარტყმული, თუმცა 83-ე წუთზე ისიც უძლური იყო: ყოფილი „ვალენსიელი“ კანგ-ინ ლის მიერ გატანილ გოლში ჩვენიანის დადანაშაულება რთულია, ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი ვალენსიელ მცველსაც შეეხო და ბურთმა ტრაექტორია იცვალა.

თამაშის მერე „ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ აღნიშნა, რომ პირველ რიგში წაგებაზე პასუხისმგებელი თავად არის.

„ვალენსიას“ 15 ქულა დარჩა და ამ წუთისთვის მე-9 პოზიციაზეა, არადა მოგების შემთხვევაში აშკარად გაიუმჯობესებდა ვითარებას.
მომდევნო თამაში კი უფრო რთული ელის მამარდაშვილს და მის გუნდს: 29 ოქტომბერს ისევ შინ, ოღონდ „ბარსელონასთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩას ხელფასს უმატებენ: ნაპოლის კონტრაქტის გახანგრძლივება სურს და კვარას ორჯერ მეტს აძლევს

ვიდეო: გოგას ორმაგი დუბლი – ბითაძემ ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ითამაშა