in

ეს ლამაზი სიუჟეტი იყო, ისტორიის მოსაგონარი – მესი რონალდოსა და ჩემპიონთა ლიგაზე

პსჟ-ს ფორვარდმა ლეო მესიმ „მანჩესტერის“ თავდასმხმელის კრიშტიანო რონალდოს შესახებ ისაუბრა, ასევე მათ დაპირისპირებაზე ესპანეთის ჩემპიონატში. გარდა ამისა, არგენტინელი ჩემპიონთა ლიგასაც შეეხო და პარიზული კლუბის შანსებზე გააკეთა კომენტარი.

მესი რონალდოზე

რას ფიქრობთ რონალდოს თამაშზე?

„მანჩესტერი“ ძალიან ძლიერია შესანიშნავი ფეხბურთელებით. კრიშტიანომ უკვე იცოდა გუნდი, მაგრამ მაშინ სხვა ეტაპი იყო. ახლა ის შთამბეჭდავად ჩაეწერა.
მას თავიდანვე გაჰქონდა გოლები, როგორც ყოველთვის, და არ ჰქონია ადაპტაციის პრობლემა. პრემიერლიგაში მარტივად არაფერი არ არის, ეს ურთულესი ტურნირია.

გულწრფელად გვითხარით – არ გენატრებათ ურთიერთშეხვედრები?

დიდი დრო გავიდა, რაც ერთ ლიგაში არ ვთამაშობთ. ჩვენ ვიბრძოდით ინდივიდუალურად და გუნდებში ერთი და იმავე მიზნებისთვის.

ეს ძალიან ლამაზი სიუჟეტი იყო ჩვენთვისაც და გულშემატკივრებისთვისაც, რომლებიც აღფრთოვანებული იყვნენ. ეს მშვენიერი მოსაგონარი ფეხბურთის ისტორიაში დარჩება.

მესი ჩემპიონთა ლიგაზე

თქვენ, მბაპე, ნეიმარი და ბევრიც სხვა… საერთოდ როგორ უნდა გაიფიქრო, რომ პსჟ ფავორიტი არ არის ლიგაზე?

ყველა ამბობს, რომ ფავორიტები ვართ. არ უარვყოფ, რომ სახელებით პრეტენდენტები ვართ, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ უნდა გავხდეთ მართლა ძლიერი გუნდი.
უნდა შევთამაშდეთ. ჩვენი უპირატესობაა ძალიან კარგი ფეხბურთელები. მაგრამ მარტო ჩვენ ხომ არ ვართ, სხვაც ბევრი შესანიშნავი გუნდია. ჩემპიონთა ლიგა – ძალიან რთული ტურნირია, რაც მას ლამაზს და განსაკუთრებულს ხდის. აქ საუკეთესო გუნდები არიან. კი ბატონო, ჩვენ ვართ ერთ-ერთი ფავორიტები, მაგრამ არა ერთადერთები.

როგორ ფიქრობთ, ვინ არის კიდევ გამარჯვების პრეტენდენტი?

„ლივერპული“ ძალიან კარგია, იმ „ლივერპულს“ გახსენებს, რომელმაც ლიგა მოიგო. გარდა ამისა, არის „სიტი“, „ბაიერნი“, „რეალი“, „ატლეტიკო“…
ბევრი გუნდია, რომელსაც შეუძლია ბრძოლა. ეს ერთ-ერთი ყველაზე თანაბარი და კონკურენტუნარიანი სეზონია ბოლო წლებში. რამდენიმე გუნდია, რომელსაც ლიგის მოგება შეუძლია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მეკარეების სასაცილო შეცდომები

ტრაგიკული შემთხვევა: საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის დამფუძნებელი ილია კოკაია გარდაიცვალა