in ,

ეს ერთი: კიდევ ერთი ტიტული საუკეთესო გუნდს და ბარსა ჩამოტოვებულია – XXXIV ტური

ლა ლიგა მადრიდის “რეალმა” მოიგო. უნდა ითქვას, რომ წელს დიდი ბრძოლა ვერ გაჩაღდა, არადა სულ თავიდან გარკვეულ ინტრიგას ელოდნენ. უფრო იმიტომ, რომ გრანდები – “რეალი’ და “ბარსა” ვერ იყვნენ თითქოს მოწოდების სიმაღლეზე. “ბარსელონა” ჩავის მოსვლამდე მართლაც შუაში იყო გაჩხერელი, მერე უფრო “რეალმა” მოუმატა და მუდმივად დამაჯერებლად ლიდერობდა. აქ უფრო “ატლეტიკოს” ფაქტორია. სწორედ სიმეონეს გუნდს მიიჩნევდნენ ფავორიტად, მაგრამ “ათლეტებმა” წელს ვეღარ გაქაჩეს და ოთხეულში მოხვედრისთვის უწევთ ბრძოლა. “რეალმა” კი განსაკუთრებით მეორე ნაწილი მაღალ დონეზე ჩაატარა და ულაპარაკოდ გახდა დამსახურებული ჩემპიონი.

საბოლოო გამარჯვებაც ლამაზი გამოვიდა: შინ “ესპანიოლს” 4:0 მოუგეს და ზეიმი უფრო სანახაობრივი გახადეს. სხვათა შორის, „რეალის“ ფანები „ესპანიოლთან“ მატჩის მე-7 წუთზე რონალდოს სახელს სკანდირებდნენ.
გუნდს საჩემპიონო თასიც იქვე მიართვეს და ხალხიც უმალ შეესია ზეიმის ტრადიციულ ადგილს – სიბელესის მოედანს.

This image has an empty alt attribute; its file name is 01_MJ12563Thumb7-1024x646.jpg

კვლავ არასტაბილურ შედეგებს აჩვენებენ ოთხეულის გუნდები. ერთი “ბარსამ” მოახერხა წუხელ მოგება და ამან საშუალება მისცა გუნდს მე-2 ადგილზე გადასულიყო. საქმე ისაა, რომ ვერ მოიგო “სევილიამ”, საერთოდ წააგო “ატლეტიკომ”, დამარცხდა “ვილიარეალიც” და მხოლოდ ფრე ითამაშა “სოსიედადმაც”. მოკლედ, 4 ტურით ადრე ოთხეულისთვის და ევროსაგზურებისთვის ბრძოლა გრძელდება. ერთი ალბათ “ბარსელონას” არ ემუქრება არაფერი, რადგან “ატლეტიკოს” უკვე 5 ქულით უსწრებს. მე-4-ზე მყოფი მადრიდელები “ბეტისს” 4 ქულით კი უსწრებენ, მაგრამ დღეს საღამოს თუ მოიგეს სევილიელებმა, მაშინ სხვაობა სულ რაღაც 1 ქულამდე დავა.

„რეალი“ ესპანეთის ჩემპიონი 35-ედ გახდა.

„რეალმა“ მოხსნა „იუვენტუსის“ რეკორდი ტოპ 5 ლიგაში ჩემპიონობის რაოდენობით მოიგო რა ლა ლიგა 35-ედ.

„რეალმა“ ტროფეების რაოდენობით „ბარსელონას“ გადაასწრო – 95 გამარჯვება 94-ის წინააღმდეგ.

„რეალის“ ტიტული 250 ათასმა ფანმა აღნიშნა მადრიდში. ხალხი ყვიროდა: „ჩვენ ეს შეგვიძლია“ „სიტისთან“ მატჩის წინ.

ჩავი: „მივულოცოთ „რეალს“. იგებს ის, ვინც იმსახურებს. მაგრამ „ბარსა“ მომდევნო სეზონში სერიოზულ ბრძოლას გაუმართავს“.

ფლორენტინო პერესი: „რეალი“ გეგმავდა ლა ლიგის და ჩემპიონთა ლიგის მოგებას. პირველი მოვაგვარეთ“.

მარსელომ „რეალში“ 24-ე ტროფეი მოიგო და კლუბის ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი მოთამაშე გახდა.

ანჩელოტი – პირველი მწვრთნელია, რომელმაც ყველა ტოპ 5 ჩემპიონატი მოიგო.

ბენზემამ ამ სეზონში 42 მატჩში 42 გოლი გაიტანა.

ბენზემა: „კიდევ ერთი ტროფეი მსოფლიოს საუკეთესო კლუბისთვის. ჩვენ სხვა მიზნებიც გვაქვს“.

“ბარსელონამ” 3 საშინაო წაგებათა სერია შეწყვიტა.

დეპაიმ ლა ლიგაში პირველად გაიტანა მარტის შემდეგ. ის “ბარსას” საუკეთესო ბომბარდირია 11 გოლით.

ჩავი: “ბარსამ” თავად გაირთულა ცხოვრება. უფრო მოწიფულები უნდა გავხდეთ”.

ლა ლიგა – XXXIV ტური

სევილია – კადისი 1:1
ალავესი – ვილიარეალი 2:1
რეალი – ესპანიოლი 4:0
ვალენსია – ლევანტე 1:1
ბილბაო – ატლეტიკო 2:0
ელჩე – ოსასუნა 1:1
გრანადა – სელტა 1:1
რაიო ვალეკანო – სოსიედადი 1:1
ბარსელონა – მალიორკა 2:1

ორშაბათი, 2 მაისი
ხეტაფე – ბეტისი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დაიკიდეს – XXXII ტური

ისევ იგებენ: თოფი ისევ გავარდა – XXXV ტური