in

ეს დღეც დადგა: რონალდოს ხელფასს დააკლებენ, თუ…

კრიშტიანო რონალდოს ჯამაგირი შემცირდება თუ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ამ სეზონში გარკვეულ შედეგს ვერ მიაღწევს.

თუ მანკუნიანელები სეზონის ბოლოს ოთხეულში და შესაბამისად ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდებიან, პორტუგალიელის ხელფასი 25%-ით დაიკლებს.

რამდენადაც ცნობილია, 36 წლის პორტუგალიელი „მანჩესტერში“ 480 ათს ფუნტს იღებს კვირაში (დაახლოებით 25 მლნ ფუნტს წლიურად). ამრიგად, მისი ანაზღაურება კვირაში 360 ათას ფუნტამდე (დაახლოებით 18.7 მლნ) შემცირდება.

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0