in

ეს დასასრული არ არის: ჩემპიონი ისევ სიტია, გვარდიოლა ჯილდოებს აგროვებს, კლოპი მიდის, მაგრამ ისევ სწამს

პრემიერლიგა დასრულდა და ჩემპიონი ისევ „სიტი“ გახდა. „ქალაქელებმა“ ზედიზედ მეოთხედ მოიგეს ჩემპიონატი და ეს რეკორდია. ინგლისს დაემშვიდობა იურგენ კლოპი.

„ჩელსი“ მე-6 ადგილიდან კონფერენს ლიგაზე გავიდა, „ტოტენჰემი“ – ევროპა ლიგაზე. „ლურჯები“ ევროპა ლიგაზე ითამაშებენ, თუ „სიტი“ ინგლისის თასის ფინალს „მანჩესტერს“ მოუგებენ.

ერლინგ ჰოლანდი გახდა სეზონის ბომბარდირი.
„სიტის“ ფორვარდმა 27 გოლი გაიტანა 31 შეხვედრაში.
საუკეთესო ასისტენტია „ასტონ ვილას“ შემტევი ოლი უოტკინსი – 13 საგოლე პასი.
მშრალი მატჩების მხრივ ლიდერია „არსენალის“ გოლკიპერი დავიდ რაია – 32 მატჩიდან 16-ში გოლი არ გაუშვია.

„სიტი“ მეათედ გახდა ინგლისის ჩემპიონატი. უფრო მეტი აქვთ „მანჩესტერს“ (20), „ლივერპულს“ (19) და „არსენალს“ (13).

პეპ გვარდიოლამ მეექვსედ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი. მარტო ალექს ფერგიუსონს აქვს უფრო მეტი – 13.

გვარდიოლას „სიტიმ“ ბოლო 7-დან 6 პრემიერლიგა მოიგო.

გვარდიოლა გახდა ბოლო 15 სეზონიდან 12-ში ქვეყნის ჩემპიონი როგორც მწვრთნელი ტოპ 5 ლიგაში.

გვარდიოლამ როგორც მწვრთნელმა 38 ტროფეი მოიგო. ფერგიუსონს 49 აქვს.

როდრიმ სეზონი წაუგებლად განვლო. „სიტის“ ნახევარმცველი არ აგებს პრემიერლიგის 50 მატჩში.

„მანჩესტერმა“ მე-8 ადგილი დაიკავა – ეს კლუბის ანტირეკორდია.

„არსენალი“ 20 წელიწადია პრემიერლიგას ვერ იგებს. გუნდი ზედიზედ მეორედ გავიდა მე-2 ადგილზე.

კოულ პალმერმა „ჩელსის“ რეკორდი დაამაყარა, პრემიერლიგის პირველ სეზონში 33 შედეგიანი მოქმედება შეასრულა.

„ლივერპულმა“ კლოპის ხელში ბოლო მატჩი „ვულვერჰემპტონს“ მოუგო და იყო ცრემლები, სიმღერები და გაცილება.

კლოპი „ენფილდს“ დაემშვიდობა: „არ მაქვს იმის შეგრძნება, რომ ეს დასასრულია. ჩვენ თავად ვწყვეტ გვჯეროდეს თუ არა და მე ვაგრძელებ რწმენას“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბუდუმ სეზონი გოლით დაასრულა – ლეგიონერები

მეფე ქველმოქმედებისათვის: მბაპემ პელეს პორტრეტი ნახევარ მილიონად იყიდა