in ,

ესპანური მედია: მამარდაშვილი ვალენსიასთვის სეზონის მთავარ მატჩს ძირითადში დაიწყებს

3 მარტს, ესპანური “ვალენსია” სეზონის უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს.

“ღამურები” “მესტალიაზე” კოპა დელ რეის ნახევარფინალში ბილბაოს “ატლეტიკს” დაუპირისპირდებიან. ხოსე ბორდალასის გუნდი ლა ლიგაში საკმაოდ არადამაჯერებლად გამოიყურება და ის, რომ გუნდმა ჩემპიონატიდან მოიპოვოს ევროსარბიელის საგზური ნაკლებად სავარაუდოა, ამიტომაც თასის მოგება ამის ყველაზე კარგი შანსია.

პირველი მატჩი გასვლაზე “ვალენსიამ” 1:1 ითამაშა და ამ მატჩში ფავორიტადაც მიიჩნევა. ესპანური Supordeporte წერს, რომ ბასკებთან წინა შეხვედრაში ბორდალასი დიდ რისკზე წავიდა, როდესაც ხაუმე დომენეკი სკამზე გადასვა და ძირითადში გიორგი მამარდაშვილი დააყენა, თუმცა ამ რისკმა გაამართლა და 3 მარტს “ვალენსიასთვის” სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში ქართველი მეკარე იქნება.

მამარდაშვილმა ბოლო მატჩში “მალიორკასთან” მაღალი დონე აჩვენა და ესპანელი სპეციალისტი ამ თამაშშიც მას ენდობა.

გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 10 შეხვედრა ჩაატარა და 4-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნახეთ როგორ იბრძვიან უკრაინელები: შევჩენკოს ოჯახი კიევშია, 63 წლის ლეგენდა საომრად წავიდა, შერიფის მწვრთნელმა ვაჟა თარხნიშვილს საომრად წასვლა თხოვა

ცნობილმა უკრაინელმა ფეხბურთელებმა 16 მილიონი შეაგროვეს და ჯარს ეხმარებიან