ბუდაპეშტში გამართული წყალბურთის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა და ტრიუმფატორად ესპანეთის ეროვნული გუნდი მოგვევლინა.
მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთი ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა წყალბურთის მხრივ, ხმელთაშუაზღვის ბინადრებმა მსოფლიო ჩემპიონატი პირველად მოიგეს.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/FWxAGEOWIAEnwUS-1024x684.jpg)
ფინალურ მატჩში ესპანელთა მოწინააღმდეგე კიდევ ერთი ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე ბინადარი ქვეყანა, იტალია იყო. ძირითადი დრო ფრედ, 9:9 დასრულდა და 5-მეტრიანი პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც ესპანელებმა 6:5 გაიმარჯვეს.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/FWxIAPDXoAQrhiJ.jpg)
მესამე ადგილისათვის მატჩში საბერძნეთმა ხორვატიას 9:7 მოუგო.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/FWxJ9ZxXgAAA_CP.jpg)
მე-5 პოზიციაზე სერბეთი გავიდა, რომელმაც ამერიკას 13:10 მოუგო. მე-7 პოზიციისათვის კი მასპინძელმა და ტურნირის უმთავრესმა ფავორიტმა უნგრეთის ნაკრებმა მონტენეგრო 8:6 დაამარცხა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკა 20:7 გაანადგურა, მაგრამ იაპონიასთან 16:15 დამარცხდა და სადებიუტო მუნდიალი მე-10 პოზიციაზე დაასრულა.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/FWnP9tkWIAErWwj-1024x495.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings