ლეო მესიმ მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების წლისთავი აღნიშნა.
2022 წლის 18 დეკემბერს არგენტინის ნაკრებმა მუნდიალის ფინალში საფრანგეთი დაამარცხა (3:3, პენ 4:2) და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მესიმ ტურნირზე 7 გოლი გაიტანა, 3 საგოლე პასი მისცა და საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
„ერთი წელი კარიერაში ყველაზე ლამაზი სიგიჟიდან. დაუვიწყარი მოგონებები, რომელიც მთელი ცხოვრება დარჩება.
ყველას გილოცავთ!“, – დაწერა არგენტინელმა ინსტაგრამზე.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings