ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე გერმანიის ქალაქ კარლსრუეში დასრულებულ ტურნირზე წყვილთა თანრიგის გამარჯვებული გახდა.
ქართველი ჩოგბურთელი წყვილში რუმინელ ირინა ბარასთან ერთად გამოდიოდა. ქართულ-რუმინულმა წყვილმა, რომელიც ტურნირზე მესამე ნომრად იყო განთესილი, ფინალურ დაპირისპირებაში პოლენელი კატარჟინა პიტერსას და ეგვიპტელ მიარ შერიფის წყვილს 6:3, 2:6, 10:7 სძლიეს.
მანამდე, Liqui Moly Open 2021-ზე, გორგოძემ და ბარამ ორ რუსულ წყვილს აჯობეს: ფომინასა და იაშინას – 7:5, 6:2, ხოლო ძალამიძესა და პანოვას – 6:3, 6:1
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings