in

ევროს ფავორიტების განაცხადები: ნიდერლანდებში მეტობაა, გერმანიამ კითხვები გააჩინა, საფრანგეთი ჩამოყალიბდა

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე თვეზე ნაკლები რჩება და მწვრთნელებმა უკვე დაიწყეს შემადგენლობების შედგენა. მათ შორის, ტურნირის ფავორიტებმაც. ევროზე წასაყვან ფეხბურთელებზე ჩამოყალიბდა ჯილდოს ერთ-ერთი მთავარი მაძიებელი საფრანგეთის ნაკრები, ასევე მასპინძელი გერმანია, ხოლო ნიდერლანდების მწვრთნელ რონალდ კუმანს რამდენიმეს მოკლება მოუწევს. სხვათა შორის, კუმანმა იცის ევროს გემო, 1988 წელს ის ევროპის ჩემპიონი გახდა ძალიან მაგარ გუნდთან ერთად.

საფრანგეთის ნაკრები

მეკარეები: მაიკ მენიო (მილანი) ალფონს არეოლა (ვესტ ჰემი) ბრის სამბა (ლანსი).

მცველები: ჟონათან კლოსი (მარსელი) ტეო ერნანდესი (მილანი) იბრაჰიმა კონატე (ლივერპული) დაიო უპამეკანო (ბაიერნი) ვილიამ სალიბა (არსენალი) ფერლანდ მენდი (რეალი) ჟულ კუნდე (ბარსელონა) ბენჟამინ პავარი (ინტერი).

ნახევარმცველები: ედუარდო კამავინგა (რეალი) იუსუფ ფოფანა (მონაკო) ადრიენ რაბიო (იუვენტუსი) ორელიენ ჩუამენი (რეალი) უორენ ზაირ-ემერი (პსჟ) ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო) ნ’გოლო კანტე (ალ-იტიჰადი).

თავდამსხმელები: კილიან მბაპე (პსჟ) ბრედლი ბარკოლა (პსჟ) უსმან დემბელე (პსჟ) რანდალ კოლო მუანი (პსჟ) მარკუს ტურამი (ინტერი) ოლივიე ჟირუ (მილანი) კინგსლი კომანი (ბაიერნი).

საფრანგეთის ნაკრები D ჯგუფში ნიდერლანდებთან, ავსტრიასა და პოლონეთთან ერთად ითამაშებს.

ნიდერლანდელის ნაკრები

მეკარეები: ნიკ ოლი (როტერდამის სპარტა), მარკ ფლეკენი (ბრენტფორდი), ჯასტინ ბილოუ (ფეიენოორდი), ბარტ ვერბრუგენი (ბრაიტონი).

მცველები: დენზელ დუმფრისი (ინტერი), სტეფან დე ვრაი (ინტერი), ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული), მიკი ვან დე ვენი (ტოტენჰემი), იან მააცენი (დორტმუნდი), ნათან აკე (მანჩესტერ სიტი), ჯერემი ფრიმპონგი (ლევერკუზენი), მატიის დე ლიხტი (ბაიერნი), ლუშარელ გეერტრუიდა (ფეიენოორდი), დელეი ბლინდი (ჟირონა).

ნახევარმცველები: ფრენკი დე იონგი (ბარსელონა), რაიან გრავენბერხი (ლივერპული), ქუენტინ ტიმბერი (ფეიენოორდი), ჟოე ვერმეერი (პსვ), ჯერდი შოუტენი (პსვ), მარტენ დე როონი (ატალანტა), ხავი სიმონსი (ლაიფციგი), ტეუნ კოოპმაინერსი (ატალანტა), ტიჯანი რეინდერსი (მილანი), ჟორჟინიო ვაინალდუმი (ალ-იტიფაქი).

თავდამსხმელები: დონიელ მალენი (დორტმუნდი), მემფის დეპაი (ატლეტიკო), ვოუტ ვეგჰორსტი (ჰოფენჰაიმი), ბრაიან ბრობი (აიაქსი), სტივენ ბერგვაინი (აიაქსი), კოდი გაკპო (ლივერპული).

საბოლოო, 26-კაციან განაცხადს 7 ივნისს წარადგენს. ნიდერლანდები D ჯგუფში საფრანგეთთან, პოლონეთსა და ავსტრიასთან ერთად თამაშობს.

გერმანიის ნაკრები

იულიან ნაგელსმანმა შემადგენლობაში არ შეიყვანა რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი, რომელთა გამოუძახებლობამ რეზონანსი გამოიწვია: ბრანდტი, ჰუმელსი, გორეტცკა, ვერნერი, ზიულე, გნაბრი გამოტოვებენ ევროპის პირველობას.

მეკარეები: ოლივერ ბაუმანი (ჰოფენჰაიმი), მანუელ ნოიერი (ბაიერნი), ალექსანდრ ნიუბელი (შტუტგარტი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა).

მცველები: ვალდემარ ანტონი (შტუტგარტი), ბენჟამინ ჰენრიხსი (ლაიფციგი), იოზუა კიმიხი (ბაიერნი), რობინ კოხი (აინტრახტი), მაქსიმილიან მიტელსტოდტი (შტუტგარტი), დავიდ რაუმი (ლაიფციგი), ანტონიო რუდიგერი (რეალი), ნიკო შლოტერბეკი (დორტმუნდი), ჯონათან ტა (ლევერკუზენი)

ნახევარმცველები: რობერტ ანდრიხი (ლევერკუზენი), კრის ფიურიხი (შტუტგარტი), პასკალ გროსი (ბრაიტონი), ილქაი გიუნდოგანი (ბარსელონა), ტონი კროოსი (რეალი), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), ალექსანდარ პავლოვიჩი (ბაიერნი), ლეროი სანე (ბაიერნი), ფლორიან ვირცი (ლევერკუზენი)

თავდამსხმელები: მაქსიმილიან ბეიერი (ჰოფენჰაიმი), ნიკლას ფიულკრუგი (დორტმუნდი), კაი ჰავერცი (არსენალი), ტომაშ მიულერი (ბაიერნი), დენის უნდავი (შტუტგარტი).

გერმანიის ნაკრები შეკრებას 26 მაისს დაიწყებს და ორ საკონტროლო მატჩს გამართავს: 7-ში უკრაინას შეხვდება, 11-ში კი – უელსს.

გერმანია A ჯგუფში მოხვდა შოტლანდიასთან, უნგრეთსა და შვეიცარიასთან.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვნახოთ, ვინ გეგმავს კვარაცხელიას შეძენას: ის მე აღმოვაჩინე

ნაპოლის ფავორიტი… გასპერინია