in

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მატჩები მიხეილ მესხზე იქნება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მატჩებს მიხეილ მესხის სტადიონზე, დიდ ეკრანებზე აჩვენებს.

აი რა ინფორმაციას ავრცელებს ფეხბურთის ფედერაცია:

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გულშემატკივარს საშუალებას აძლევს 18, 22 და 26 ივნისს საქართველოს ნაკრების მატჩებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ტრიბუნიდან უყუროს.

საჯარო ჩვენება თბილისის მერიის ხელშეწყობითა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გენერალური სპონსორის, კრისტალბეთის ორგანიზებით იმართება.

მაყურებელს, პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა, მინდორზე ყველა კუთხეში დამონტაჟებული ეკრანების საშუალებით შეეძლებათ. ეროვნული გუნდის ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

მოდი მეგობრებთან ერთად და ჩაერთე კოკა კოლას და საქართველოს ბანკის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა გასართობ აქტივობებში.

სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე იმუშავებს საკვები ობიექტები და ნაკრების ახალი ოფიციალური მაღაზია, სადაც საგულშემატკივრო ატრიბუტიკის შეძენას შეძლებთ.

ერთად ვუქომაგოთ ჩვენ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე!

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გერმანიიდან რაც შეიძლება გვიან უნდა დავბრუნდეთ… ქართველი ფეხბურთელების კომენტარები

შენგელიას 17 ქულა ვენეციაში მოსაგებად არ ეყოთ