in

ევროპა ლიგა: საუკეთესო ფეხბურთელი, გოლი და სიმბოლური ნაკრები

უეფამ სეზონის შეჯამებისას სამივე ევროტურნირის შედეგები მიმოიხილა და საუკეთესოები გამოვლინა.

კონფერენს ლიგა: საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო გოლი, სიმბოლური გუნდი

ლივერპულის დაცვა და რეალის შეტევა: ჩემპიონთა ლიგის სიმბოლური ნაკრები

ბენზემა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია

ჩემპიონთა ლიგის სეზონის გოლი: უეფამ ბენზემა გამოყო, შეარჩიე შენც

უეფამ ევროპა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ფრანკფურტის „აინტრახტის“ ვინგერი ფილიპ კოსტიჩი დაასახელა.

სერბის სტატისტიკა ევროპა ლიგაზე ასეთია:

მატჩი: 12
გოლი: 3
ასისტი: 6
დაფარული დისტანცია: 14.26 კმ (მატჩში)
Top სისწრაფე ფინალში: 33.4 კმ/სთ

„ფენერბაჰჩეში“ მოთამაშე მერგიმ ბერიშას აკრობატული გოლი „ანტვერპენის“ კარში (მე-4 ტურის შეხვედრა) ევროპა ლიგის სეზონის საუკეთესო გოლად დაასახელეს.

უეფამ ევროპა ლიგის 2021/22 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრებიც შეადგინა, რომელშიც 4 კლუბის (ტურნირის ნახევარფინალისტი გუნდები) ფეხბურთელები მოხვდნენ.

მეკარე: კევინ ტრაპი („აინტრახტი“)

მცველები: კრეიგ დოუსონი („ვესტ ჰემი“), მარტინ ჰინტერეგერი („აინტრახტი“), კალვინ ბასი („რეინჯერსი“)

ნახევარმცველები: ჯეიმს ტავერნიე („რეინჯერსი“), კონრად ლაიმერი („ლაიპციგი“), დეკლან რაისი („ვესტ ჰემი“), ფილიპ კოსტიჩი („აინტრახტი“)

თავდამსხმელები: კრისტოფერ ნკუკუ („ლაიპციგი“), რაფაელ ბორე („აინტრახტი“), რაიან კენტი („რეინჯერსი“)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კონფერენს ლიგა: საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო გოლი, სიმბოლური გუნდი

მილანში მფლობელი იცვლება: ვინ მოდის როსონერიში