in ,

ევროპაში ქართველების დუელი ხოჭოლავამ მოიგო: ქეცბაიას ანორთოსისი მარცხით დაბრუნდა

კონფერენსლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში B ჯგუფში გიორგი ჩაკვეტაძის “გენტმა” სტუმრად 1:0 ესტონური “ფლორა” დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი სათადარიგო იყო, ის მწვრთნელს მოედანზე არ შეუყვანია.

ამავე ჯგუფში თემურ ქეცბაიას “ანორთოსისმა” ნიქოზიაში “პარტიზანს” უმასპინძლა. მასპინძელთა კარში გიორგი ლორია იდგა, ხოლო ნიკა ნინუა და ნიკა კაჭარავა სათადარიგოები იყვნენ. ქართველი მწვრთნელის გუნდი 0:2 დამარცხდა. კაჭარავა 65-ე წუთზე შევიდა, ნინუა სათადარიგოთა სკამზე დარჩა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების 27 წლის ფორვარდმა 2020 წლის დეკემბრის მერე პირველად ითამაშა ოფიციალურ მატჩში – 288-დღიანი იძულებითი პაუზის შემდეგ.

F ჯგუფში ქართული დაპირისპირება ვიხილეთ: ვლადიმირ ვაისის “სლოვანმა”, სადაც გურამ კაშია და ჯაბა კანკავა თამაშობენ, ბრატისლავაში დავით ხოჭოლავას “კოპენჰაგენს” უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. სამივე ქართველმა შეუცვლელად ითამაშა.

რანგით უფრო მაღალ, ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ლაშა დვალისა და გიორგი ხარაიშვილის “ფერენცვაროში” სტუმრად “ლევერკუზენთან” დამარცხდა – 1:2. ქართველი ლეგიონერები განაცხადში არ ყოფილან.

ოთარ კიტეიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მისი “შტურმი” კი “მონაკოს” ესტუმრა B ჯგუფში. დიატას გოლით ფრანგულმა კლუბმა 1:0 მოიგო, კიტეიშვილი კი 71-ე წუთზე გამოცვალეს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოლების წვიმა ბათუმში: სამტრედია განწირულად მოჩანს – დინამომ ისევ ვერ მოიგო

ბაიერნიდან საბურთალომდე: სიმონ სეფერინგსი თბილისურ კლუბშია