in

ევრობასკეტზე რუსეთს მონტენეგრო შეცვლის

1-18 სექტემბრის ჩათვლით , ერთი წლის დაგვიანებით, ევრობასკეტი ჩატარდება. ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველოც იქნება. თბილის ახლად აშენებული დარბაზი, რომელიც [პირველ მატჩს 4 ივლისს მიიღებს, A ჯგუფის შეხვდრებს უმასპინძლებს.

ევრობასკეტზე ჩვენი ერთ-ერთი მეტოქე რუსეთის ნაკრები უნდა ყოფილიყო, მაგრამ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების გამო, FIBA-მ რუსებ და ბელარუსებს მათი ეგიდით გამართულ ტურნირებში მონაწილეობა აუკრძალა. ისმებოდა კითხვა, თუ ვინ ჩაანაცვლებდა ევრობასკეტზე რუსეთის ნაკრებს და მონტენეგრულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ეს მონტენეგროს ნაკრები იქნება. წყაროს ცნობით, ეს საკითხი თითქმის გადაწყვეტილია და FIBA მას მალე გააფოციალურებს.

იმ შემთხვევაში, თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, საქართველოს ნაკრების მეტოქეები ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე: ესპანეთი, ბულგარეთი, ბელგია, თურქეთი და მონტენეგრო იქნებიან.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

42 წლის შემდეგ აინტრახტმა ევროპული ტიტული მოიგო: ფრანკფურტელები ევროპა ლიგის გამარჯვებულები გახდნენ

მამარდაშვილი გრძელი პასებით ლა ლიგაში მეოთხეა