საქართველოს საკალათბურთო ნაკრები რიგაშია, სადაც დღეიდან 7 ივლისის ჩათვლით ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი ჩატარდება. 6 გუნდი – ლატვია, საქართველო, ფილიპინები (A ჯგუფი), ბრაზილია, მონტენეგრო, კამერუნი (B ჯგუფი) – ოლიმპიადის ერთი საგზურისთვის იბრძოლებს.
ნახევარფინალში თითოდან 2-2 საუკეთესო გავა. პლეი ოფში გუნდები ჯვარედინი სისტემით დაწყვილდებიან: A1 vs B2, B1 vs A2. ოლიმპიადის საგზურს ფინალის მომგები გუნდი მიიღებს.
საქართველო პირველ მატჩს დღეს ლატვიასთან გამართავს. თამში 20:00 საათზეა.
ტურნირისთვის მზადება საქართველოს ნაკრებმა 1 ივნისიდან თბილისში დაიწყო, იტალიაში გააგრძელა და ლატვიაში დაასრულა. იურმალაში ორი ვარჯიში და ორი სპარინგი გვქონდა: 1 ქულით წავაგეთ კამერუნთან, ხოლო ეგვიპტეს 32 ქულით ვაჯობეთ.
საქართველო vs ლატვია – 2 ივლისი, 20:00
საქართველო vs ფილიპინები – 4 ივლისი, 16:30
საქართველოს ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა ასეთია:
GIPHY App Key not set. Please check settings