in

დღეს მუნდიალზე ისტორია დაიწერება – ქალ მსაჯთა გუნდი უმნიშვნელოვანეს მატჩში!

გარი ლინეკერი ხომ გახსოვთ? პრინციპში, მისი დავიწყება რთული საქმეა, რადგან შედარებით სტაჟიან ქომაგს ის ინგლისის ნაკრებიდან თუ “ბარსადან” ახსოვს, მაგრამ ახლა მისი როლი განსხვავებულია, “BBC SPORTS”-ის ფანდითობას ვის თუ არა გარი ლინეკერს, ტიერი ანრისა და მათნაირებს ანდობდნენ…

ჰოდა, ერთხელ ინგლისელმა ასეთი რამ თქვა: “ფეხბურთი მარტივი თამაშია, ორი გუნდი იბრძვის და გამარჯვებული გერმანიაა”. საფეხბურთო მეხსიერებამ ეს ციტატა აკინძა, შეინარჩუნა და თაობიდან თაობას გადასცა, მაგრამ მიმდინარე მუნდიალზე ბუნდეს ნაკრების შემხედვარე გვეფიქრება: ლინეკერის სიტყვების პერვერსიულ სურათს რატომ ვხედავთ?

გერმანია თავის თავს არ ჰგავს და 2 ტურის შემდეგ მოპოვებული კინკილა ქულა დრომოჭმული ყოფის იდეალური ინდიკატორია, თან რომ არა 29 წლის ფიულკრუგის გოლი ბუნდეს ნაკრები ჯგუფში ჩარჩენას ინაღდებდა, თუმცა ესპანეთთან მოპოვებულმა ქულამ 4 გზის ჩემპიონებს იმედის ნაპერწკალი გაუღვივა.

წარმოიდგინეთ, დღეს, გერმანიის ნაკრები კოსტა რიკას შეხვდება. გაბრაზებული გერმანია, რომელსაც ქულები და გოლები ჰაერივით სჭირდება, მაგრამ ამდენად პრინციპული აფიშის მქონე მატჩში მაინც სხვა რამ არის მნიშვნელოვანი: დღეს მუნდიალების ისტორიაში პირველად, მსაჯთა ბრიგადა ქალბატონებისგან იქნება დაკომპლექტებული.

სტეფანი ფრაპარი 38 წლის ფრანგი რეფერია, რომელმაც მექსიკისა და პოლონეთის მატჩში მეოთხე მსაჯის მანტია მოირგო, მაგრამ ამას არ დასჯერდა და დღეს ტოპ შეხვედრის მთავარი არბიტრი იქნება. მეტიც, ასისტენტები: ბრაზილიელი ნეუზა ბაკი და კარენ დიასიც ქალბატონები არიან.

იდეალური თაიმინგი ფიფასგან: მუნდიალის მესამე ტური, სასწორის პინაზე უმნიშვნელოვანესი ქულები ორივე ნაკრებისათვის და ტოპ აფიშა! ჰო, ფრაპარი დიდ სცენას პირველად არ დააგემოვნებს. 2019 წლის სუპერ თასის მატჩი “ლივერპულსა” და “ჩელსის” შორის მან განსაჯა და რომ არა კარგი შთაბეჭდილება მუნდიალზე ვინ დაუძახებდა?

მატჩის წინ გერმანელთა დამრიგებელმა ჰანზი ფლიკმა ფრაპარის შესახებ ისაუბრა:

” მე მას 100%-ით ვენდობი. მისი პერფრორმანსების გათვალისწინებით აქ ყოფნა დაიმსახურა! იმედი მაქვს, ისიც ისევე მოუთმენლად ელის მატჩს, როგორც ჩვენ”.

ჰო, ამის შემდეგ ფლიკმა გერმანიის ნაკრების შესაძლო სელექციაზე სიტყვაძვირად ისაუბრა, მაგრამ ეს სულ სხვა ამბავია…

ამასობაში მსოფლიო პრესა გადაჭრელებულია: “BBC” ; “THE GUARDIAN” ; “THE ATHLETIC” ; “SKY SPORTS” ; “GOAL.COM” და სხვა არაერთი ედითორიალი თუ გამოცემა ფრანგი რეფერის დამუხტვასა და მობილიზებას ცდილობს.

ეს არის შანსი, რომელიც ქალთა ფეხბურთს სჭირდება და ფიფასგან ამგვარი ნაბიჯის ბათიალურ შრეში ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაცია იკითხება.

გერმანიისა და კოსტა რიკის მატჩი კი თბილისის დროით, 23:00- დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ანიელიმ დუმილი დაარღვია: მე იუვეს უდიდეს ქომაგად ვრჩები!

დიდი კითხვის ნიშანი ბენ უაითის ირგვლივ: ინგლისელმა კატარი უტრავმოდ დატოვა!