in

დღეს მიწევს გითხრათ ნახვამდის… ამისთვის მზად არ ვარ… გპირდებით დავბრუნდები – მესი ბარსას ცრემლებით დაემშვიდობა

თანამედროვე ფეხბურთის მესიამ, უბრალოდ გენიალურმა ლეო მესიმ “ბარსელონა” უკვე ოფიციალურად დატოვა. კლუბი, სადაც მესიმ 17 სეზონი გაატარა და დიდი ეპოქა შექმნა, უკვე ისტორიის კუთვნილებაა.

ლეო მესიმ კატალონიურ გუნდთან გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

მესიმ ბარსას ფეხბურთელებთან გამოსამშვიდობებელი ვახშამი მოაწყო

“ჩემთვის საკმაოდ რთულია დღეს აქ ყოფნა, თითქმის მთელი ცხოვრება “ბარსაში” გავატარე. შარშან გვქონდა უთანხმოება, მაგრამ წელს სხვა სიტუაცია იყო. დღეს მიწევს გითხრათ ნახვამდის… 21 წლის შემდეგ ჩემს ოჯახთან ერთად ვტოვებ “ბარსელონას”, მე გპირდებით თქვენ, ისევე როგორც დავპირდი ჩემს შვილებს, რომ მე დავბრუნდები შინ. მადლობა ჩემს ყველა გუნდელს, კლუბის ყველა წევრს ამ ბევრი ლამაზი მოგონებისთვის. მადლობა “ბარსელონას” ჩემი აღზრდისთვის და იმისთვის, რომ მაქციეს იმ ადამიანად, ვინც ახლა ვარ. მე ამ გუნდისთვის ყველაფერს ვაკეთებდი, არასდროს მეგონა თუ კლუბს ამ ფორმით დავემშვიდობებოდი. ძალიან სამწუხაროა რომ ჩემი ბოლო წელი თითქმის მთლიანად მაყურებლის გარეშე გავატარე და არ მომეცა საშუალება მათ გულითადად დავმშვიდობებოდი. ჩემთვის ძალიან რთულია საუბარი და ამ ეტაპზე მეტის თქმა არ (ვერ) შემიძლია”.

მომავი კლუბის შესახებ:

“უამრავი შეტყობინება და ზარი მივიღე სხვადასხვა კლუბიდან, ჯერ ვერ დაგიდასტურებთ, თუ სად ვითამაშებ”.

უკავშირდება თუ არა მესის კლუბიდან წასვლა შარშანდელ კონფლიქტს:

“დიახ, შარშან მინდოდა წასვლა, მაგრამ წელს სხვა სიტუაცია იყო.
ეს ჩემი კარიერის და ცხოვრების ყველაზე რთული მომენტია.
აქ ვტოვებ ბრწყინვალე ადამიანებს და გუნდს, “ბარსას” შუძლია გააგრძელოს წინსვლა უჩემოდ”.

ჟოან ლაპორტა:

” ლაპორტას მოსვლის შემდეგ კონტრაქტი პრობლემა არასდროს ყოფილა. ჩვენ ყველას გვინდოდა ეს მომხდარიყო, უბრალოდ აქ სხვა საკითხებია, რომელიც ჩვენ ვერ შევცვალეთ, რაც მოხდა მოხდა…
სისხლი გამეყინა, როდესაც გავიგე, რომ კლუბთან კონტრაქტი ვერ გაგრძელდებოდა, საკმაოდ რთული იყო ამის გაანალიზება და შემდეგ ოჯახისთვის თქმა.
“ბარსაში იციან, რომ მე მიყვარს გამოწვევები და სირთულეები ჩემი მენტალიტეტი ყოველთვის იყო გამარჯვება, მე ყოველთვის ვიბრძოლებ მოგებისთვის”.

მესი და პსჟ

“ის ფოტო პარიზელებთან არაფერს ნიშნავს, ისინი ჩემი მეგობრები არიან, სწორედ ამიტომ გადავიღეთ ფოტო.
“საბედნიეროდ კარიერაში არ მიმიღია სერიოზული ტრავმა, სწორედ ამიტომ ვარ კარგ კონდიციებში ვარჯიშთან ერთად, არ ვიცი როდემდე ვითამაშებ”.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

Exclusive: იქ, სადაც საქართველო მთავრდება – აქ დაგროვილმა სიყვარულმა შემაძლებინა ეს ყველაფერი: რეპორტაჟი ჩემპიონის სოფლიდან

ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად დაიხურა: მადლობა ტოკიო და პარიზში შეხვედრამდე