პოპულარულმა კვიპროსულმა საკალათბურთო გამოცემა cyprusbasket-მა სეზონის პირველი ნახევარი შეაჯამა და საუკეთესოები გამოავლინა.
უმთავრესად სტატისტიკასა და სარგებლიანობაზე დაყრდნობით, კვიპროსელმა ჟურნალისტებმა ხუთი საუკეთესო კალათბურთელი დაასახელეს. მათ შორისაა საქართველოს ნაკრების უკანახაზელი დუდა სანაძე.
მის შესახებ cyprusbasket-ში ვკითხულოთ:
„„ანორთოსისის“ ქართველი ლიდერი გუნდის წარმატების გარანტიაა. მან კვიპროსში გადმოსვლის შემდეგ 7 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 22.1 ქულას, 3.9 მოხსნას, 4.3 პასს აგროვებს. სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 19.6 აქვს“.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
შეგახსენებთ, რომ სანაძის „ანორთოსისი“ დუდას გადასვლის შემდეგ კიდევ უკეთ ათამაშდა და კვიპროსის ჩემპიონატში საპრიზო სამეულისთვის იბრძვის.
GIPHY App Key not set. Please check settings