in ,

დინამოების შთამბეჭდავი პერფორმანსები: ეროვნული ლიგის მე-19 ტური

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტურის მატჩები გაიმართა გასულ შაბათ-კვირას.

XIX ტური

დილა – გაგრა 1:1
საბურთალო – სამგურალი 3:1
დინამო ბათუმი – სიონი 3:0
დინამო თბილისი – ტორპედო 5:1
ლოკომოტივი – თელავი 0:2

ტურის სადებიუტო მატჩი გორის „დილასა“ და „გაგრას“ შორის შედგა. გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს და ქულები გაიყვეს – 1:1. 48-ე წუთზე გამოცდილმა ფორვარდმა, მათე ვაწაძემ (რომელზეც აქტიურად იწერება, რომ ბათუმის „დინამოში“ გადადის) ყოფილ გუნდს გაუტანა და ანაგარიში გახსნა. 88-ე ზე კი ვაგნერ გონსალვეშმა გორელებს ქულა გადაურჩინა. დილა 34 ქულით მესამეა, ხოლო „გაგრა“ 18 ქულით ბოლოსწინა, მე-9 პოზიციაზეა.


შაბათს ქართული კლასიკო გაიმართა „დინამო არენაზე“. გიორგი ჭიაბრიშვილის მეთაურობით, „დინამომ“ ზედიზედ მეორედ მოახერხა შეხვედრაში 5 გოლის გატანა, ხოლო ქუთაისელებმა ამის საპასუხოდ, მხოლოდ ერთხელ გამოიჩინეს თავი. უკრაინელმა სტანისლავ ბილენკიმ თავი ორჯერ გამოჩინა, კამარამ, სხირტლაძემ და კირკიტაძემ კი თითო გაიტანეს. სტუმართა მხრიდან ნაკრების ყოფილი ფორვარდი, ლევან მჭედლიძე გამოირჩა. „დინამო“ 38 ქულით მეორეა, ხოლო „ტორპედო“ კი გასავარდნ ზონას 1 ქულით უსწრებს.


მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ბათუმის „დინამომ“. ზღვისპირელებმა ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლეს და 3:0 მოიგეს. ჯოვინოს დუბლს ზურიკო დავითაშვილიც გამოეხმაურა და ბათუმელები მეორე ადგილოსან თბილისის „დინამოს“ 6 ქულით უსწრებენ. „სიონი“ მე-8 ადგილზეა და გასავარდნ ზონაშია. შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ხვიჩა კვარაცხელიას, რომელსაც 29 ივნისს, „დინამოების“ ჯახით გააცილებენ ნეაპოლში…

მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფმა „საბურთალომ“ გათამაშების ნამდვილ აღმოჩენა „სამგურალს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. მალე კონფერენს ლიგაზე გამომსვლელმა დედაქალაქელებმა მიოჩის, გოჩოლეიშვილისა და სიხარულიძის გოლებით გაიმარჯვეს. სტუმართაგან თავი ჯეფერსონ დე ალმეიდამ გამოიჩინა. „საბურთალომ“ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და მე-5 ადგილზეა, ხოლო სამგურალს 4 ქულით მეტიაქვს და მე-4 პოზიციაზეა.

ტურის დასკვნით მატჩში, თბილისის „ლოკომოტივმა“ „თელავს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. ორივე გოლი „ლოკოელმა“ დაჩი ფოფხაძემ საკუთარ კარში გაიტანა. „ლოკომოტივს“ 19 ტურის თავზე 3 ქულა აქვს და ხილული სასწაულიღა თუ უშველის, ხოლო „თელავს“ 24 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

100 მილიონი გიორგისთვის: ვალენსიამ მამარდაშვილთან კონტრაქტი გაახანგრძლივა – ოღონდ ჯერ უნდა დაარეგისტრიროს

იტალიაში ასეთი ბევრი არ არის: მსოფლიო ჩემპიონმა კვარაცხელია შეაქო