დიდი ამბავი დატრიალდა ინგლისის ნაკრების საყველიეში, თან ისე, რომ დაღამებაც ვერ მოესწრო. “არსენალის” მარჯვენა და ცენტრალურმა მცველმა, ბენ უაითმა კატარი დატოვა და სამშობლოში გაემგზავრა. ამაში გასაკვირი არაფერი იქნებოდა, რომ არ ვიცოდეთ, რომ ბენს ტრავმა არ აქვს.
მოკლედ, “არსენალის” განცხადება ამგვარია: “ჩვენ შენს გვერდით ვართ ბენ”.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2022/12/Capture-2.png)
არაერთმა პრესტიჟულმა გამოცემამ დაადასტურა, რომ ბენი მუნდიალზე აღარ ითამაშებს და ამან კიდევ უფრო მეტი შეკითხვა გააჩინა.
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ კი ამგვარი რამ დაწერა: “ბენ უაითმა ნაკრები პირადი მიზეზების გამო დატოვა”.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
საინტერესო ისაა, რომ ბოლო პერიოდში აქტიურად მუსირებს ბენ უაითის სექსუალური ორიენტაციის შესახებ. ჰომოსექსუალობა არ უღიარებია, მაგრამ ყვითელ საქმიანობაში გაწაფულ და დაუნდობენ ბრიტანულ პრესას სად გაექცევი? ჰოდა, ერთ-ერთ კულუარულ მიზეზად, სწორედ ეს დასახელდა, რადგან კატარში ჰომოსექსუალიზმის გამო ხალხს 10 წლიან სასჯელს აკისრებენ.
GIPHY App Key not set. Please check settings