in ,

დაცვას მიხედე პაპა კარლო, დაცვას: რეალი ჯადოსნობას აპირებს – ფაქტები

ევროპის გამორჩეულმა გუნდებმა მართლაც გამორჩეული ფეხბურთი შეთავაზეს გულშემატკივარს და ამისთვის ქება და მადლობა ეკუთვნით. მიუხედავად იმისა, რომ სასწორზე ძალიან ბევრი რამ დევს და შედეგს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, გუნდები არ ჩაკეტილან და ითამაშეს ის ფეხბურთი, რისთვის ეს თამაში მილიონობით ადამიანს იზიდავს. თამაში იყო მეტი გოლის გატანზე და არა ნაკლების გაშვებაზე.

This image has an empty alt attribute; its file name is AV28761Thumb7-1024x849.jpg

„სიტის“ კიდევ ერთხელ მოუწია მადრიდელბთან დაპირისპირება, მაგრამ წინა, „ატელტიკოს“ შემთხვევისგან განსხვავებით ეს სულ სხვა მადრიდია. ისიამოვნეს თავადაც, ფეხბურთიც ითამაშეს და ასიამოვნეს სხვებიც.

ძნელია განმეორებით შეხვედრაშიც ასეთ ფეიერვერკს ელოდო, გუნდები ალბათ მეტ პრაგმატიზმს მიმართავენ, თუმცა მოლოდინი მაინც დიდია – „რეალს“ გატანა უნდა, „სიტის“ სივრცეები გაეხსნება, მადრიდელებმა ამოქაჩვა და სასწაულები იციან, გვარდიოლა „ბერნაბეუზე“ ბრუნდება და ათასი ინტრიგა. მოკლედ, ველოდებით მაისს.

ვიდეო: საოცარი საფეხბურთო საღამო ეტიჰადზე და სიტის გამარჯვება [ყველა გოლი]

This image has an empty alt attribute; its file name is Capture-22-1024x575.jpg

ჩემპიონთა ლიგა. 1/2 ფინალი. I მატჩი

სიტი – რეალი 4:3

1:0 დე ბრუინი (2), 2:0 გაბრიელ ჟეზუში (11), 2:1 ბენზემა (33), 3:1 ფოდენი (53), 3:2 ვინისიუსი (55), 4:2 ბერნარდო სილვა (74), 4:3 ბენზემა (82-პენ)

სიტი: ედერსონი – სტოუნზი (36. ფერნანდინიო), რუბენ დიაში, ლაპორტი, ზინჩენკო – დე ბრუინი, როდრი, ბერნარდო სილვა – მაჰრეზი, ფოდენი, გაბრიელ ჟეზუში (83. სტერლინგი)

რეალი: კურტუა – კარვახალი, მილიტაო, ალაბა (46. ნაჩო ფერნანდესი), ფ. მენდი – ვალვერდე, კროოსი, მოდრიჩი (79. სებალიოსი) – როდრიგო (70. კამავინგა), ვინისიუსი (88. ასენსიო), ბენზემა

„რეალმა“ და „სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გატანილი გოლების რეკორდი გაიმეორეს.

გვარდიოლამ „რეალს“ მე-12-ედ მოუგო. ამაზე ხშირად დაუმარცხებია „ბარნლი“ და „არსენალი“.

This image has an empty alt attribute; its file name is man-city-real-madrid-ucl-thriller-1024x575.jpg

„რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის მატჩში 4 გოლი პირველად გაუშვა 2019 წლის მარტის შემდეგ.

„რეალმა“ 4 გოლი ერთ მატჩში მეორედ გაუშვა ამ სეზონში. პირველად „ბარსელონასთან“.

„რეალმა“ ისტორიაში პირველად გაუშვა 2 გოლი 11 წუთისთვის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში.

კევინ დე ბრიუნმა ჩემპიონთა ლიგაზე „სიტის“ ყველაზე ადრეული გოლი გაიტანა – 93 წამზე.

ბენზემამ „რეალში“ მე-600 მატჩი ითამაშა და ხენტოს დაეწია.

ბენზემას 14 გოლი ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში – ისტორიაში მე-5 შედეგია. რონალდოს რეკორდამდე 3 გოლი რჩება.

ბენზემამ მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე მე-14 გოლი გაიტანა და ბომბარდირი გახდა, მან ლევანდოვსკის გაუსწრო.

ბენზემას ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ პლეი-ოფში 8 გოლი აქვს. რონალდოს რეკორდამდე მხოლოდ 1 რჩება.

ბენზემამ ჩემპიონთა ლიგაზე 85-ე გოლი გაიტანა. ამაზე მეტი რონალდოს, მესის და ლევანდოვსკის აქვთ.

This image has an empty alt attribute; its file name is AVC2524Thumb7-1024x595.jpg

გვარდიოლა: „8:0 შესაძლოა იუპიტერზე ან მარსზე მოხდეს, მაგრამ „რეალთან“ შეხვედრებში ასეთი რამ არ ხდება“.

ანჩელოტი: „არ არის საუკეთესო შედეგი. ფინალში გასვლის გასაღები საუკეთესო დაცვა იქნება“.

ვინისიუსი: „საწყის წუთებში უნდა მოვუმატოთ, არ შეიძლება თამაშის დაგვიანებით დაწყება“.

This image has an empty alt attribute; its file name is HE21938Thumb7-1024x586.jpg

ბენზემა: „ბერნაბეუზე“ როგორც არასდროს ისე დაგვჭირდება ჩვენი გულშემატკივარი. ვაპირებთ რაღაც ჯადოსნური გავაკეთოთ – გავიმარჯვოთ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევროპის ჩემპიონატისთვის მთავრობამ 100 მილიონი გამოყო

მბაპემ საპრეზიდენტო არჩევნებზე 10 ხმა მიიღო