in

დასახელდა ქალაქები, სადაც კოპა ამერიკა ჩატარდება – იქნება მაყურებელი?

როგოც ცნობილია, კოპა ამერიკა-2021 ბრაზილიაში ჩატარდება. როგორც სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურ ტვიტერზე დაწერა, ტურნირს უმასპინძლებენ ქალაქები – ბრაზილია, კუიაბა, გოიანა და რიო–დე–ჟანეირო.

კოპა ამერიკა ბრაზილიაში ჩატარდება

ამ დროისთვის უცნობია, შეძლებენ თუ არა გულშემატკივრები მატჩებზე დასწრებას. კორონავირუსის პანდემიის გამო ბრაზილიაში შიდა ტურნირები მაყურებლის გარეშე ტარდება.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ნაკრებებს შორის ტურნირი თავიდან 13 ივნისიდან 10 ივლისამდე, არგენტინასა და კოლუმბიაში უნდა ჩატარებულიყო.

კოლუმბიას ამერიკის თასის მატჩების მასპინძლობა აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან დასკვნის მიღების შემდეგ აეკრძალა. ამ დასკვნაში ეწერა, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციისა და ეპიდვითარების გამო ტურნირის ჩატარება შეუძლებელი იყო. კოლუმბიის ხელისუფლებამ ჩემპიონატის გადავადება ითხოვა, თუმცა სასტიკი უარი მიიღო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

hitc: კვარაცხელიას ტრანსფერზე ლიდსი დაწინაურდა

ლივერპულის ლეგენდა შესაძლოა ევერტონის მწვრთნელი გახდეს: გაიხსენებს სტივი ბავშვობას?