in ,

დამშვიდობება: მთავარი მეგოლეები მიდიან, შტუტგარტი სასწაულად გადარჩა – XXXIV ტური

გერმანიის ჩემპიონატი დასრულდა. როგორც ბუნდესლიგას სჩვევია, ბოლო ტურში აუცილებლად უნდა მოხდეს რაღაც და თან მიწურულს. ახლა ეს სასწაული „შტუტგარტს“ შეემთხვა.
მისი მეტოქე ლიგაში დარჩენისათვის „ჰერტა“ ფრედ თამაშობს დორტმუნდში, მაგრამ 84-ე წუთზე გოლს უშვებს. მიუხედავად ამისა, რადგან „შტუტგარტი“ ვერ იგებს, წინ მაინც „ჰერტაა“, თუმცა „შტუტგარტმა“ 92-ე წუთზე გაიტანა გოლი, „ჰერტამაც“ წააგო და ორივე გუნდს 33 ქულა მოუგროვდა, მაგრამ ბურთების ბევრად უკეთესი სხვაობით ბუნდესლიგაში ადგილი სწორედ „შტუტგარტმა“ შეინარჩუნა.

„არმინია“ ბუნდესლიგას „ფიურტთან“ ერთად „არმინია“ დაემშვიდობა, „ჰერტა“ გადათამაშებაში ითამაშებს მე-2 ბუნდესლიგის მე-3 გუნდთან, რომელიც შესაძლოა „ჰამბურგი“ იყოს.

მეორე მნიშვნელოვანი შეხვედრა ლევერკუზენში შედგა. სტუმრად ჩასულ „ფრაიბურგს“ მოგება აუცილებლად სჭირდებოდა ოთხეულში მოსახვედრად და თან „ლაიპციგს“ უნდა წაეგო. არ გამოვიდა. ფრაიბურგელებმა ანგარიში 88-ე წუთზე გაათანაბრეს, მაგრამ 90+7-ზე გაუშვეს და რადგან „უნიონმა“ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა (88-ე წუთზე გატანილი გოლით), „ფრაიბურგი“ მე-6 ადგილამდე ჩავიდა.
თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს – „უნიონი“ და „ფრაიბურგი“ ევროპა ლიგაზე წავლენ, კონფერენს ლიგა „კიოლნს“ შეხვდა.

ჰაალანდი დაემშვიდობა „ბორუსიას“: „ამ მაისურის ტარება პატივია. აქ დაუვიწყარი მომენტები გადავიტანე“.

ჰაალანდმა „ბორუსიაში“ ჩატარებულ 89 მატჩში 86 გოლი გაიტანა.

ლევანდოვსკი: „ეს იყო ჩემი ბოლო თამაში „ბაიერნში“, დიდი ალბათობით“.

ლევანდოვსკი ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი მე-7-ედ გახდა, მან გერდ მიულერის რეკორდი გაიმეორა.

ლევანდოვსკიმ“ სეზონის 46 მატჩში 50 გოლი გაიტანა.

ბუნდესლიგა – XXXIV ტური

არმინია – ლაიპციგი 1:1
აუგსბურგი – ფიურტი 2:1
გლადბახი – ჰოფენჰაიმი 5:1
ლევერკუზენი – ფრაიბურგი 2:1
დორტმუნდი – ჰერტა 2:1
მაინცი – აინტრახტი 2:2
შტუტგარტი – კიოლნი 2:1
უნიონი – ბოხუმი 3:2
ვოლფსბურგი – ბაიერნი 2:2

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესიმ კიდევ 2 გოლი მიამატა, მბაპემ კი ანრის აჯობა და საუკეთესო ფრანგია ამ საუკუნეში

ეს ხომ მე ვარ: კროოსმა აგუეროს ქანდაკებაზე იშაყირა