დავით ნინიაშვილი საქართველოს 2021 წლის საუკეთესო მორაგბეა.
სააუკეთესო რაგბის გულშემატკივრებმა საქართველოს რაგბის კავშირის სოციალური ქსელების მეშვეობით გამოავლინეს.
ნინიაშვილის გარდა, აღნიშნულ ნომინაციაში:აკაკი ტაბუცაძე, ბექა გიგაშვილი, ბექა საღინაძე და მერაბ შარიქაძე იყვნენ წარდგენილნი.
დავით ნინიაშვილმა წელს “რაგბი ევროპის თასზე” ბრწყინვალე მატჩები ჩაატარა. ახალგაზრდა ფულბეკმა რუსეთს ეფექტური ლელო დაუდო და ნიდერლანდებს ჰეთ-რიკი შეუსრულა. ეფექტური მატჩი ჩაატარა ფიჯისა და საფრანგეთის წინააღმდეგაც. დავით ნინიაშვილი ზაფხულში სარაგბო კლუბ “ხვამლიდან” ფრანგული ტოპ 14-ის კლუბ “ლიონში” ჩაირიცხა და იქაც იმკვიდრებს თავს. ნინიაშვილი “ჩელენჯ თასის” მატჩში “გლოსთერის” წინააღმდეგ შეხვედრის საუკეთესო მორაგბედ დაასახელა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings