in

დავითაშვილი სენტ-ეტიენში აშკარად გამოირჩევა

Onefootball-მა საფრანგეთის ლიგა1-ის ბოლო ტურის ამბები მიმოიხილა – გამოცემამ ყურადღება ზურიკო დავითაშვილზე გაამახვილა, რომელიც L’Equipe-მა სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა და ქართველ შემტევს „სენტ-ეტიენის“ საუკეთესო მოთამაშე უწოდა.

„სეზონის რთული დაწყების შემდეგ, „ბორდოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა და მისმა გუნდმა „სენტ-ეტიენმა“ პარასკევს საღამოს პირველი გამარჯვება „ლილთან“ მოიპოვეს (1:0).

ზურიკო დავითაშვილმა, რომელიც ლიგა 1-ში მიმდინარე სეზონში ოთხჯერ ითამაშა, გადამწყვეტი როლი პირველად ამ მატჩში შეასრულა და საფრანგეთში დიდი აღიარება დაიმსახურა. ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე გადაცემა შეასრულა, რომლითაც ამ მატჩში ერთადერთი გოლი გავიდა.

შემთხვევითი არაა, გაზეთმა L’Equipe-მა დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა1-ის მე-4 ტურის სიმბოლურ ნაკრებში რომ დაასახელა. ქართველმა შემტევმა 7 ქულა მიიღო. დავითაშვილი „სენტ-ეტიენში“ აშკარად გამოირჩევა“, – წერს გამოცემა Onefootball.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: რეალის ვარსკვლავები ილია თოფურიას მხარდასაჭერად დოკუმენტური ფილმის პრემიერაზე მივიდნენ