in

დადუმებული გერმანია, ათწლეულების მოდრიჩი და მაყურებლიანი არგენტინა

გერმანიამ ზედიზედ მეორედ დაიწყო მუნდიალი წაგებით.

გერმანიამ მსოფლიო ჩემპიონატებზე ბოლო 4-დან 3 მატჩი წააგო.

იაპონელებმა გერმანიას 9 წუთში გაუტანეს 2 გოლი და ორივე ბურთის ავტორი ბუნდესლიგაში თამაშობს.

19 წლის მუსიალა – გერმანიის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია მსოფლიო პირველობებზე ბოლო 64 წელიწადში.

გერმანიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩის წინ აქცია გამართა.
იაპონიასთან თამაშის დაწყებამდე ფეხბურთელებმა საერთო ფოტოს გადაღებისას ხელები პირზე აიფარეს.
მანამდე ფიფამ გერმანიას და სხვა გუნდებს აუკრძალა დისკრიმინაციის საწინააღმდეგო სამკლაურის One Love ტარება.

ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი ფეხბურთის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე სამ სხვადასხვა ათწლეულში.
37 წლის ფეხბურთელის აქტივშია ევრო-2008, ევრო-2012, ევრო-2016, ევრო-2020 და მჩ-2006, მჩ-2014, მჩ-2018, მჩ-2022.
ამასთან, მოდრიჩი ხორვატიის ნაკრების რეკორდსმენია მსხვილ ტურნირებზე ჩატარებული მატჩებით – 26 თამაში მსოფლიოსა და ევროპის პირველობებზე.

არგენტინისა და საუდის არაბეთის მატჩმა „ლუსაილის“ სტადიონზე 88 012 მაყურებელი შეკრიბა, რაც ამ შეხვედრას ბოლო 28 წლის განმავლობაში ყველაზე დასწრებად მატჩს ხდის მსოფლიო ჩემპიონატებზე. 1994 წლის მუნდიალის ფინალს 94 194 ადამიანი დაესწრო პასადენაში (კალიფორნია, აშშ), როდესაც ბრაზილიამ პენალტებით მოუგო იტალიას.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შედი ჩემ ოთახში, სექსით დავკავდეთ… ვან გალმა ვარჯიშზე ცოლი მოინდომა

ბურჯანაძის უქულო მატჩი