in

დააბრუნეთ მესი: ჩავის თხოვნა აქვს, ლაპორტას ვალი – ლეოს ბარსელონაში ელიან

ჩავიმ ითხოვა ლეო მესი „ბარსელონაში“ დააბრუნონ.

მწვრთნელმა ასეთი თხოვნით კლუბის პრეზიდენტ ჟოან ლაპორტს მიმართა, წერს Diario Sport.

ჩავის აქვს არგენტინელის დაბრუნების სურვილი, როდესაც მისი პსჟ-სთან კონტრაქტი ამოიწურება.
პარიზელებთან ლეოს ხელშეკრულება კი 2023 წლამდეა, ერთი წლთ გახანგრძლივების ოფციით.

ჩავის აზრით, მესის დაბრუნება ხელს შეუწყობს „ბარსელონას“ წარმატებებს როგორც ფინანსური, ასევე სპორტული კუთხით.

მესი კი მთელი გასული სეზონი ურთიერთობდა ჩავისთან.
ამაზე აცნობა ჟურნალისტმა ჟერარ რომერომ, რომელმაც ზემოხსენებული ინფორმაციაზე კომენტარი გაკეთა.

„რაც შეეხება Diario Sport დაწერილს მესის დაბრუნებაზე, ამაზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს.
ვიცი ის, რომ მესი და ჩავი მთელი სეზონი ურთიერთობდნენ. ხოლო რაც ლაპორტას სიტყვები მოვისმინე… ვნახოთ“, – თქვა რომერომ.

ლაპორტამ კი აი ეს თქვა: „მე პირადად მასთან ვალში ვარ. როგორც „ბარსას“ პრეზიდენტი კი მოვიქეცი ისე, როგორც უნდა მოვქცეულიყავი“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვინ გახდება ინგლისის ჩემპიონი: კლოპმა უკვე იცის

ავსტრია დაიწყო, ლოჩოშვილით და კიტეიშვილის გარეშე: ქართველებმა ლამია დატოვეს