in

გულიანი კრიშტიანო: რონალდომ საქველმოქმედო ფონდს ფული მისცა

„მანჩესტერის“ თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ საქველმოქმედო ფონდს თანხა შეწირა, რომელიც აუტიზმით დაავადებულ ადამიანებს ეხმარება, ამაზე წერს Manchester Evening News. 37 წლის ფეხბურთელმა მხარი დაუჭირა ფონდს I Am მანჩესტერიდან.

„ეს ძალიან კეთილი და გულითადი ქცევა იყო კრიშტიანოს მხრიდან, – თქვა ფონდის თავკაცმა ჰელენ ბოდენმა, – ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ ამას. ჩვენი ორგანიზაცია ერთი ოჯახივითაა და ჩვენმა საქმემ რონალდოს გამოხმაურებაც გამოიწვია – ადამიანის, ვისთვისაც ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია“.

გასულ სეზონში რონალდომ „მანჩესტერის“ მაისურით ჩატარებულ 39 მატჩში 24 გოლი გაიტანა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჯოკოვიჩს US OPEN-ზე არ უშვებენ

ნაპოლი კიდევ ერთ თავდამსხმელს ყიდულობს