in ,

გუგეშაშვილის დებიუტი აზერბაიჯანის თასზე: ლუკამ შესაძლოა მარსელთან ითამაშოს

გუშინ, აზებრაიჯანის თასის 1/4 ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც “ყარაბაღმა” “კეშლა” 1:0 დაამარცხა.

“ყარაბაღის” შემადგენლობაში ოფიციალური დებიუტი ჰქონდა საქართველოს ნაკრების მეკრაე ლუკა გუგეშაშვილს, რომელიც აზერბაიჯანულ გუნდში გორის “დილადან” იანვარში გადაბარგდა.

23 წლის ქართველმა მერკარემ მატჩის მიწურულს ერთი საოცარი სეივიც შემოგვთავაზა და თავისი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.


“ყარაბაღს” აზერბაიჯანის ჩემპიონატში 14 ტურის შემდეგ, 33 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.

გეტყვით იმასაც, “ყარაბაღს” 18 თებერვალს კონფერენს ლიგის პირველი 1/16 ფინალური შეხვედრა ელის, სადაც აზერბაიჯანული გუნდის მეტოქე ფრანგული “მარსელი” იქნება და დიდია ალბათობა იმისა, რომ “მარსელის” წინააღმდეგ “ყარაბაღის” კარი სწორედ გუგეშაშვილმა დაიცვას.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რონინიო: საქართველო მიყვარხარ!

ოქროს სამბა ნეიმარია