in

გუბერნიევი: აზია? იქ რა, ვინმე გველის? რუსულ ფეხბურთში სერიოზული პანიკაა

ესეიგი, ალექსანდერ ჩეფერინმა დაადასტურა, რომ რუსეთი ევრო 2024-ის შესარჩევიდან მოკვეთილია და ასევე ოფიციალურად, რუსული კლუბები მომდევნო გათამაშებებიდანაც მოიხსნნენ, შესაბამისად, რუსულ პრესასა თუ ლეგენდებში დიდი ქაოსია.

დმიტრი გუბერნიევი: “აზიის კონფედერაციას შევუერთდეთ? და იქ ვინმე გველის? მინიმუმ რუსოფობია და მაქსიმუმ გამოძევება, ასეთია ჩვენი რეალობა და ჰაერში კოშკებს ნუ ვაშენებთ, დავუბრუნდეთ რეალობას, სრულიად ლოგიკური იყო, რომ რუსეთის ამბავი ასე გადაწყდებოდა”.

რუსეთის ნაკრების ყოფილი მოთამაშე, ალეკსანდერ მოსტოვოი: “ლოდინის დრო აღარ არის, ახლავე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და აზიას, აფრიკას ან სამხრეთ ამერიკას დავუწყოთ ლაპარაკი, რადგან მინიმუმ 2 წელი საერთაშორისო ფეხბურთის გარეშე დავრჩით და კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება არავინ იცის. ვფიქრობ, ხალხი, რომელიც დიდძალ ფულს მიიღებს ჩვენს მიღებაზე დაფიქრდება. ამ რეალობასთან ადაპტირება მოგვიწევს”.

ალექსანდერ სობოლები “სპარტაკისა” და ნაკრების ფორვარდი: “ძალიან დასანანია, რომ ევროპის ჩემპიონატზე არ დაგვიშვეს, რადგან ჩვენ იქ მოსახვედრად ვთამაშობთ, მაგრამ ახლა მთავარია ამხანაგური მატჩები ჩავატაროთ და მასზე ვკონცენტრირდეთ. არაერთი ახალი და საინტერესო ფეხბურთელი მოდის, შესაბამისად, ოპტიმიზმის საფუძველი არის, ნაკრები კი ერთ მუშტად უნდა შეიკრას”.

გუშინ გვქონდა ილია კუტეპოვისა და კოლოდინის ინტერვიუები, ამ შემთხვევაშიც, შესაძლებელია კიდევ უფრო მეტი ციტატის მოტანა, მაგრამ თითქმის ყველას პოზიცია ემთხვევა და ეს ლოგიკურიცაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0