in

გოლები პლეი ოფში, გოლები ერთ წელიწადს, გოლები მუნდიალზე… მესის ახალი რეკორდები

არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია. ½ ფინალში მესიმ და ბიჭებმა ხორვატია დაამარცხეს 3:0. ლეომ კვლავ მშვენივრად ითამაშა. მის ანგარიშზე პენალტიდან გატანილი გოლი და კიდევ ერთი საუცხოო საგოლე პასია. 35 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი ახალ რეკორდებს ამყარებს.

ლეო მესი დაასახელეს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად.

მესიმ კილიან მბაპეს გაასწრო შედეგიანი მოქმედებებით ამ მუნდიალზე. ახლა არგენტინის ნაკრების კაპიტნის ანგარიშზე 5 გოლი და 3 საგოლე პასია. ფრანგს 5 გოლი და 2 ასისტი აქვს. თუმცა მბაპე თავის ნახევარფინალს დღეს საღამოს ითამაშებს და დაწევის ან გასწრების შანსი აქვს.

მესი 3 საგოლე პასით ამ მუნდიალის ლიდერია ბრუნო ფერნანდეშთან, კეინთან და გრიზმანთან ერთად.

მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის ზედიზედ 3 მატჩში გაიტანა. აქამდე მას გოლი არც ჰქონია გასავარდნ შეხვედრებში.

მესიმ 16 გოლი გაიტანა ნაკრებში 2022 წელს. ეს საუკეთესო შედეგია ერთ კალენდარულ წელს.

მესიმ 96-ე გოლი გაიტანა ნაკრებში. რონალდოს რეკორდამდე 22 გოლია დარჩენილი, ირანელ დაეის კი 13 გოლით ჩამორჩება.

ლეო მესიმ 30-ე საგოლე პასი გააკეთა 2022 წელს და 350-ე კარიერაში.

მესიმ მე-11 გოლი გაიტანა მსოფლიო პირველობაზე – ის საუკეთესოა მოქმედ ფეხბურთელებს შორის. მიროსლავ კლოზეს რეკორდამდე 5 გოლი დარჩა.

მესიმ ლოთარ მათეუსის რეკორდი გაიმეორა, მსოფლიო ჩემპიონატზე 25 მატჩი ითამაშა. ამ რეკორდს ლეო ფინალში დაამხობს.

მესიმ მსოფლიო ჩემპიონატებზე შედეგიანი მოქმედებების რეკორდი დაამყარა. ახლა მის ანგარიშზე 11 გოლი და 9 საგოლე პასია 5 მუნდიალზე.
მესიმ გაასწრო კლოზეს (16+3), ბრაზილიელ რონალდოს (15+4), გერდ მიულერს (14+5) და პელეს (12+7).

არგენტინას მესისთან ერთად ბოლო 3 მუნდიალიდან 2 ფინალი აქვს. 2014-ში გერმანიასთან წააგეს.

არგენტინა ფინალში მე-6-ედ გავიდა, უკეთესი შედეგი მარტო გერმანიას აქვს – 8 ფინალი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რიშარლისონის ახალი ტატუ: ის, ნეიმარი და რონალდო

ფიფამ The Best თებერვალში დაგეგმა