in

გოგლიჩიძე ჩვენი გზის მაგალითი გახდება: როგორ იქცევა საბა

“ემპოლის” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ გადაცემაში „გასახდელის ქრონიკებში“ პირად ცხოვრებაზე, თავის გუნდზე და საბა გოგლიჩიძეზეც ისაუბრა:

„მე ვთვლი, რომ ჩვენი გზის მაგალითი შეიძლება გოგლიჩიძე იყოს. როდესაც „ინტერთან“ გააძევეს, მოედანი იმედგაცრუებულმა დატოვა. უკვე მოედანზე ვიკისთან საუბრისას მივხვდი, რომ გააძევებდნენ. სახეზე აფარებული მაისური იმაზე მეტყველებდა, რამდენად დამწუხრებული იყო. მხოლოდ იმ შემთხვევაში გავბრაზდებოდი, ეს უაზრო სისულელე რომ ყოფილიყო, რომელიც ჩვენი პრინციპებისთვის მიუღებელი იქნებოდა.

როდესაც გუნდში მოვედი, მას ვარჯიშისას რიტმზე აყოლა უჭირდა. უთამაშებელი გახლდათ. იტალიურად ვერ ლაპარაკობს, ინგლისურად – ცოტას. მასთან გასაუბრებაც კი ძნელია, მაგრამ გიჟივით მუშაობს. მე უბრალოდ ავუხსენი, რომ ახალი წესების და VAR-ის გამო მცირე კონტაქტისას უფრო ფრთხილი უნდა იყოს. იქცევა როგორც პროფესიონალი და ეს ისაა, რაც გვჭირდება“.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბარსელონას წყარო ადასტურებს, რომ კვარაცხელიასთან მოლაპარაკება დაწყებულია

ვის შეხვდება საქართველო B ლიგაში დასარჩენად და როდისაა თამაშები – კაპიტანი და ხვიჩა არ იქნებიან