in

გოგლიჩიძე შესაძლოა გალათასარაიში გადავიდეს

თურქული t24-ის ცნობით, “ემპოლის” მცველი საბა გოგლიჩიძე შეიძლება “გალათასარაიში” გადავიდეს.

გოგლიჩიძის “რომაში” ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა, მის ნაცვლად “გალათასარაიდან” ვიქტორ ნელსონი იჯარით აიყვანეს და ახლა სტამბოლური კლუბი დანიელის შემცვლელად ქართველის დამატებას ცდილობს.

footitalia იტყობინება, რომ “ემპოლიმ” პირველ შეთავაზებაზე უარი თქვა, მაგრამ მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს და არაა გამორიცხული წარმატებით დასრულდეს.

სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით თურქეთში სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ დახურულა და “გალათასარაი” საბას გადაბირებას ბოლომდე შეეცდება.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პსჟ 1/4 ფინალში გავიდა, ხვიჩამ სრულად ითამაშა და საუკეთესო შეფასება მიიღო

ფეხბურთის გარეშე ჩემი ცხოვრება არაფერია: რონალდო 40 წლის გახდა – კრიშტიანოს ციტატები