NBA-ში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ სტუმრად „დენვერ ნაგეტსთან“ დამარცხდა – 90:112.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო, 17:16 წუთი ითამაშა და 4 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ბითაძემ მეტოქის ფარს ორჯერ შეუტია და ორივე ტყორცნა ზუსტი აღმოჩნდა.
გოგა ბითაძის გუნდისთვის ბოლო 10 შეხვედრაში ეს მე-8 მარცხი იყო.
„ორლანდო მეჯიქი” 25 მოგებითა და 28 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა და 9 თებერვალს „სან ანტონიო სპურსთან” გამართავს შეხვედრას.

GIPHY App Key not set. Please check settings