in

გოგას 1 ქულა და სანდროს 5 ქულა ორ წუთში

NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და სამწუხაროდ ჩვენების გუნდებმა წააგეს.

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ შინ „ტორონტო რეპტორსს“ შეხვდა და მინიმალურად დამარცხდა – 102:104. ქართველი ცენტრი მოედანზე 16:14 წუთი იყო და 1 ქულა, 2 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი და 1 დაფარება მოაგროვა.

„ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა.

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ კი ასევე შინ წააგო – „ოკლაჰომასთან“ 132:146. ჩვენიანმა სულ რაღაც 2 წუთი მიიღო, თუმცა მოახერხა და ამ მცირე დროში 5 ქულა ჩაიწერა.
„სან ანტონიო“ დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩას გამო… პსჟ-მა ამ კაცზე უარი თქვა და კვარა არჩია

საქართველო მე-4 კალათაშია: ევრობასკეტის წილისყრა 27 მარტსაა