გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ სტუმრად „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ შეხვდა და 115:121 დამარცხდა.
ქართველი ცენტრი კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო. ბითაძემ მოედანზე 26:13 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 7 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ გოგას ყველა სროლა ზუსტი იყო, მან 5 დან 5 ორქულიანი და 1 დან 1 სამქულიანი გამოიყენა.
პირველი ნახევარი ძალიან დაძაბული გამოვიდა და საბოლოოდ, ორი მეოთხედის შემდეგ ფრე დაფიქსირდა – 55:55.
მესამე მეოთხედში „გოლდენ სტეიტმა“ 6 ქულით წინ გასვლა მოახერხა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლეგენდა, სტეფ კარი გახდა, რომელმაც 36 ქულა ჩააგდო.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
„ორლანდო მეჯიქს“ 19 გამარჯვება და 14 მარცხი აქვს, გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings