in ,

გიორგი ჭიაბრიშვილის ბოდიში და ღირსეული ჟესტი! მაგალითის აღება ურიგო არ იქნებოდა…

გუშინ, თბილისის “დინამო” კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთო და ესტონურ პაიდესთან 2:3 დამარცხდა. არადა “დინამო” განთესილია და ამ მატჩის წინ აშკარა ფავორიტიც იყო, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება.

ორჯერ იგებდა ქართული გუნდი, თუმცა რიგ მომენტებში უყურადღებობამ გამარჯვება მეტოქეს არგუნდა და საპასუხო მატჩის წინ ფავორიტად, სწორედ ესტონური გუნდი აქცია.

თუმცა, თქვენი ყურადღების შეჩერება ერთ მოვლენაზე გვსურს. მატჩის დასრულების შემდეგ, გიორგი ჭიაბრიშვილი დინამოს ქომაგთა ჯგუფთან მივიდა და 15 წუთის მანძილზე ესაუბრებოდა. ეს არის ჟესტი, რომლის ავტორს არათუ რიგ მატჩში წაგებას, სხვა ბევრ რამესაც აპატიებს კაცი.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩის შეფასებას: “ჟურნალისტებისა და გულშემატკივრის წინაშე ბოდიშის გარდა არაფერი მეთქმის. საპასუხო მატჩი არის ღირსების, ასე არ უნდა ვთამაშობდეთ”- ეს იყო გიორგი ჭიაბრიშვილის კომენტარი.

ვიცე კაპიტანი ანრი მექვაბიშვილი: “ასე თამაში არ შეიძლება. სამწუხაროდ, ჩვენივე შეცდომების გამო დავისაჯეთ. ვალდებულები ვართ, რომ ეს ეტაპი გავიაროთ. გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი. ერთი კვირის თავზე, სახლში შემდგომი ეტაპის საგზურით უნდა დავბრუნდეთ”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

FIBA-ს გამოხმაურება საქართველოსა და ესპანეთის საკალათბურთო მატჩზე

დღეს უიმბლდონის ნახევარფინალებია. ნადალი ტურნირიდან ჩაეხსნა