in ,

გიორგი წიტაიშვილი: ჯერ კიევში დავბრუნდები და მერე გადაწყდება ჩემი მომავალი

საქართველოს ნაკრების 21 წლის ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა, რომელიც კიევის “დინამოს” საკუთრებაა და ბოლო სეზონი იჯარის წესით ოდესის “ჩერნომორეცში” გაატარა, უკრაინულ მედიასთან თავის მომავალზე კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ წიტაიშვილის გადაბირება უნგრულ “ფეჰერვარს”, რომელშიც ქართველი ბუდუ ზივზივაძე თამაშობს, სურს. “ფეჰერვარის” გარდა, გიორგით საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის ბრატისლავას “სლოვანი”, რომელშიც ჯაბა კანკავა და გურამ კაშია თამაშობენ, არის დაინტერესებული.

წიტაიშვილმა მედიისთვის მიცემულ კომენტარში, სწორედ მის მომავალზე ისაუბრა.

“რამდენიმე ვარიანტი მაქვს კარიერის გაგრძელებასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტულის თქმა არ შემიძლია. შვებულების შემდეგ, კიევში დავბრუნდები და იქ გავიგებ სამომავლოდ რა და როგორ იქნება.

“ჩერნომერეცს” მინდა მადლობა ვუთხრა. დიდი ხნის უთამაშებელი ვიყავი და კარიერაში რთული პერიოდი მქონდა. 4 წლის განმავლობაში ეს ჩემი პირველი სტაბილური სეზონი იყო და მადლობა გუნდს ამისთვის”, – თქვა გიორგი წიტაიშვილმა.

გიორგი წიტაიშვილი ცნობილი ქართველი ფეხბურთელის კლიმენტი წიტაიშვილის ვაჟია. მან ფეხბურთის თამაში უკრაინაში დაიწყო და ამ ქვეყნის ყველა ასაკობრივ ნაკრებშიც ითამაშა. უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში გიორგი წიტაიშვილი მსოფლიო ჩემპიონიც გახდა და ფინალურ შეხვედრაში სამხრეთ კორეას გაუტანა კიდეც.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თოფურია გამორჩეულ მებრძოლებში– არ გაგვიკვირდეს მან 2022 წელს სატიტულო ბრძოლა იჩხუბოს

მესის კოვიდი აკიდე ბიჭო, მოგკლავ – არგენტინაში დიჯეის ემუქრებიან