in ,

გიორგი გამჯაშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა და პარალიმპიადა მე-5 ადგილზე დაასრულა

ძალიან ცოტა დააკლდა პარალიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლამდე ძიუდოისტ გიორგი გამჯაშვილს (-66 კგ).

ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ქართველი პარაძიუდოისტი იაპონელ იუჯირო სეტას დაუპირისპირდა და ავასატე იპონით დამარცხდა.

შეხვედრა გამჯაშვილისთვის კარგად დაიწყო. მან იაპონელს ვაზარი აართვა. სეტომ მალევე მოახერხა საპასუხო ვაზარის აღება.

შემდეგ, გიორგი უფრო აქტიური იყო. მან უჩიმატას გაკეთება სცადა მეტოქისთვის, მაგრამ სეტომ კონტრშეტევაზე დაიჭირა ქართველი და შეძლო მომგებიანი გდების გაკეთება.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0