in ,

გასოლებმა სანაკრებო კარიერა დაასრულეს: ესპანეთი აშშ-სთან დამარცხდა

სახელოვანმა ესპანელმა კალათბურთელებმა, ძმებმა – პაუ და მარკ გასოლებმა ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთეს. ამასთან, 36 წლის მარკი მომავალ სეზონშიც აპირებს ითამაშოს “ლოს ანჯელეს ლეიკერსში”, 41 წლის პაუს კი არ მიუღია გადაწყვეტილება, დაეხმარება თუ არა “ბარსელონას”, რომლის მაისურითაც გასულ სეზონში ევროლიგის ფინალში გავიდა.

გასოლებმა აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალის შემდეგ ისაუბრეს, რომელშიც ესპანეთის ნაკრები უმთავრეს ფავორიტად შერაცხულ აშშ-სთან 81:95 დამარცხდა. ამ მატჩში ორივე ძმამ ითამაშა, თუმცა ქულა არცერთს არ აუღია.

“კარიერას საკლუბო დონეზე ვაგრძელებ და “ლეიკერსში” მომავალ სეზონშიც ვიქნები. რაც შეეეხება სანაკრებო მატჩებს, ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით თამაში უნდა დავასრულო”, – განაცხადა მარკ გასოლმა, რომელსაც წინა სეზონში “ლეიკერსის” მაისურით 52 მატჩში საშუალოდ 5.0 ქულა, 4.1 მოხსნა და 2.1 პასი ჰქონდა.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0