in

გარდაცლილი მარადონა ტოტენჰემის მწვრთნელობის კანდიდატია

ერთ-ერთმა საბუქმეკერო კანტორამ შეცდომა დაუშვა და 2020 წლის ნოემბერში გარდაცვლილი დიეგო მარადონა „ტოტენჰემის“ შესაძლო მწვრთნელთა სიაში შეიყვანა. მოურინიოს შემცვლელად მარადონას მისვლას ერთი 100-თან კოეფიციენტი დაუწერეს.

გუნდიდან გაშვებული ჟოზეს მონაცვლეთა შორის დასახელდნენ ედი ჰოუ, იულიან ნაგელსმანი, რაფაელ ბენიტესი, ბრენდან როჯერსი და სხვები. სიის ბოლოში მარადონას გვარიცაა. Daily Star ამბობს, რომ შეცდომა ერთ-ერთმა საიტმა დაუშვა.

https://twitter.com/TomHayward05/status/1372659157917122560

ყველა დროის უდიდესი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 25 ნოემბერს გარდაიცვალა 60 წლის ასაკში.

დიეგო მარადონა: გენია, რომელსაც სიკვდილი არასოდეს უწერია

მოურინიოს „ტოტენჰემი“ ევროპა ლიგის 1/8 ფინალიდან ზაგრების „დინამომ“ გააგდო და მას შემდეგ პორტუგალიელს საბოლოოდ შეუდგა წყალი. როგორც იცით, ჟოზემ ახალი სამსახური უკვე იშოვა – „რომა“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბითაძის 7 ქულა და კონკურენტთან მარცხი დრამატულ შეხვედრაში

ვიდეო: როგორ გახდე მარადონა ერთ დღეში – გოლი დიეგოს სტილში