in

ბუდუს საგოლე პასი, მონაწილეობა კიდევ ერთ გოლში და ფრე ბრემენში

ბუდუ ზივზივაძემ ბუნდესლიგაში მეორე შეხვედრა ჩაატარა და პირველი შედეგიანი მოქმედება მიითვალა – ქართველი ფორვარდის ანგარიშზე საგოლე პასია.

მე-17 ტურში გადარჩენისთვის მებრძოლი „ჰაიდენჰაიმი“ ბრემენში „ვერდერს“ შეხვდა და უხვგოლიანი მატჩიდან ქულა წამოიღო – 3:3. სამჯერ აგებდა და სამჯერ გაათანაბრა.

ბუდუ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ჩვენიანმა ორ გოლში მიიღო მონაწილეობა.

30-ე წუთზე „ჰაიდენჰაიმმა“ ანგარიში გაათანაბრა. შეტევა ბუდუ ზივზივაძის აქტიურობით დაიწყო, რომელმაც მეტოქეს ბურთი აართვა.
61-ე წუთზე ზივზივაძის ზუსტი გადაცემის შემდეგ, მახვილი კუთხიდან დაასვა ბურთი პარტნიორს, ანგარიში კიდევ ერთხელ გათანაბრდა.

ბუდუს შეფასებებია: Flashscore – 7.1; Sofascore – 7.2; Whoscored – 7.5.

ვერდერი – ჰაიდენჰაიმი 3:3
გოლები: 1:0 გრიული (1), 1:1 შიოპნერი (30), 2:1 დუკში (56), 2:2 კერბერი (61), 3:2 გრიული (79), 3:3 სიენზა (90+5)

„ჰაიდენჰაიმი“ 14 ქულით მე-15 ადგილზეა, აუტსაიდერთა ზონას თავი დააღწია და 18 იანვარს „სანკტ-პაულის“ მიიღებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მურსიამ ქართველი მეკარე აიყვანა

მიქაუტაძემ თასზე ისევ გაიტანა, მაგრამ ლიონი მეხუთელიგელმა გააგდო