მეორე ბუნდესლიგაში ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ ბრაუნშვაიგის „აინტრახტს“ ესტუმრა და 0:2 წააგო. ქართველი თავდამსხმელი ძირითადში იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს. მისი შეფასება 6.2-ია.
ზივზივაძეს პირველივე წუთზე ჰქონდა შანსი, მაგრამ მცველი გადაეფარა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.
ასე შეწყდა „კარლსრუეს“ 8-მატჩიანი წაუგებელი სერია (4 მოგება და 4 ფრე).
„კარლსრუე“ 21 ტურის შემდეგ 28 ქულით მე-10 ადგილზეა და 17 თებერვალს „ფორტუნას“ უმასპინძლებს.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
აინტრახტი – კარლსრუე 2:0
გოლები: 1:0 კურუჩაი (13, პენ), 2:0 ბიჩაკჩიჩი (75)
GIPHY App Key not set. Please check settings